მორაგბეების სამზადისი დიდი მატჩისთვის და ბასილაშვილის წარუმატებელი სტარტი მელბურნში

© Sputnik / STRINGERსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
„ბორჯღალოსნები“ „დათვებთან“ შესახვედრად ემზადებიან, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მარცხი და გასული კვირის სხვა სპორტული მოვლენები.

ქართველი ლეგიონერების წარმატებული კვირა ფეხბურთში და თბილისის „დინამოს“ მორიგი მარცხი თურქულ შეკრებაზე

კვიპროსის პირველ დივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“. ფამაგუსტას გუნდმა „კარმიოტისა“ ანგარიშით 2-1 დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ ქეცბაიას გუნდმა გამარჯვება ქართველი ლეგიონერების წყალობით იზეიმა.

კვიპროსული კლუბის შემტევმა გიორგი ქვილითაიამ შეხვედრის მე-7 წუთზე მეტოქე გუნდის მცველის უხეში შეცდომა გამოიყენა და მომენტი გოლად აქცია. გიორგიმ მიმდინარე სეზონში უკვე მე-12-დ გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციას ნიკოლას დიგუნთან და ბარაკ სადიქთან ერთად იყოფს.

„ანორთოსისის“ რიგებში თავის მხრივ კარგად ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმაც. მან თანაგუნდელს ფანტასტიკური საგოლე გადაცემა გაუკეთა და ქეცბაიას გუნდმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის ბოლო წუთებში „ანორთოსისის“ მეტოქე გუნდმა თერთმეტმეტრიანის მოპოვება შეძლო და გიორგი ლორიას კარში გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ლორიამ და დაუშვილმა მოედანზე სრულად ითამაშეს, ხოლო ქვილითაია ქართველმა მწვრთნელმა 78-ე წუთზე შეცვალა. რაც შეეხება „ანორთოსისში“ მოასპარეზე კიდევ ერთ ქართველს თორნიკე ოქრიაშვილს, მას ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია, შესაბამისად აღნიშნული მატჩის განაცხადში არც ყოფილა.

ნაყოფიერი კვირა გამოდგა გია გრიგალავასთვისაც. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მიუხედავად მისი სათამაშო პოზიციისა გოლის გატანა მოახერხა.

გია გრიგალავა რუსულ „არსენალ ტულას“ რიგებში ირიცხება და ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება. რუსული გუნდი შეკრებაზე თურქეთში იმყოფება, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს მართავს.

ბოლო მატჩი ტულის არსენალმა ბულგარული “მონტანას” წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიში 31 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თავური დარტყმით დააფიქსირა.

გრიგალავას გუნდს რუსეთის „პრემიერ ლიგაში“ ჩატარებულ 19 მატჩში 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს.

გრიგალავას გუნდის პარალელურად თურქეთში იმყოფება თბილისის „დინამოც“. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი ტესტ-მატჩი ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ გამართა. გიორგი ნემსაძის გუნდისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო. პირველი გოლი მე-2 წუთზე ზორან მარუშიჩის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქე მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

„დინამომ“ ბულგარელთა საპასუხო შეტევებს 24 წუთამდე გაუძლო შემდეგ კი 7-წუთიან ინტერვალში „ლუდოგორეცმა“ ორჯერ გაგვიტანა. 76-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა დაცვაში ცუდად ითამაშეს. მცველების შეცდომით ბულგარულმა კლუბმა ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

„ბორჯღალოსნებისა“ და „დათვების“ წინასამატჩო სამზადისი - რუსი მორაგბეები სიურპრიზებს გვპირდებიან

მატჩი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის 14 მარტს უნდა გამართულიყო დღეს (ხვალ) შედგება. საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა დაპირისპირებას დიდი ხანია გულშემატკივარი ელოდება. „ბორჯღალოსანთა“ სამწვრთნელო შტაბმა 5 თებერვალს გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შეიძლება ითქვას ჩვენი ნაკრები „დათვებს“ ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

თავის მხრივ იმედიანად არიან განწყობილი მეტოქეთა ბანაკში. თუ რუსეთის რაგბის კავშირის თავმჯდომარეს იგორ არტემიევს დავუჯერებთ რუსეთის ნაკრებს შესწევს ძალა, რომ „ბორჯღალოსნებს“ სიურპრიზები შესთავაზოს.

საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
რაგბი: დასახელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან მატჩისთვის

„წარუმატებელი სერიის შეწყვეტა ძალიან გვსურს. 7-კაცაში, პლაჟისა თუ თოვლის რაგბიში ქართველებს ვუგებთ, მაგრამ გამარჯვება ყველაზე ღირებული კლასიკურ რაგბიშია. ვფიქრობ, შეგვიძლია თბილისში სიურპრიზის შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობა წარსდგება“, - აცხადებს არტემიევი რუსულ მედიასთან საუბრისას.

მიუხედავად შემართებისა არტემიევი თვლის, რომ საქართველოს ნაკრები მსგავსად წინა შეხვედრებისა ამ შემთხვევაშიც ფავორიტად გვევლინება.

მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ თავდაჯერებულია საქართველოს ნაკრების თავკაცი ლევან მაისაშვილი. ჩვენი გუნდის მწვრთნელი თვლის, რომ მორაგბეები კარგ კონდიციაში არიან და შეხვედრის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

„მზადებით კმაყოფილი ვარ. მოსამზადებელი პერიოდი ორ ნაწილად გავყავით. ბოლო კვირაში შანსი 37 მორაგბეს მიეცა. ახლა ვემზადებით რაგბი ევროპის ამ მატჩისთვის და მომავალი სეზონის მატჩებისთვისაც. ჩვენ ყველა კომპონენტზე გავაკეთეთ ორგანიზება“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ერთა თასის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩი 7 თებერვალს 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

დუდა სანაძის ევროპაში დაბრუნება, მამუკელაშვილის ამერიკული ბენეფისი და შენგელიას ტრავმა - ქართველი კალათბურთელებისთვის გასული კვირა დატვირთული გამოდგა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) მოასპარეზე სანდრო მამუკელაშვილს კვლავ ვერ აჩერებენ. მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „პროვიდენსს“ დაუპირისპირდა და ქართველი კალათბურთელის ლიდერობით 60:43 გაიმარჯვა.

სანდრო მოედანზე საუკეთესო გამოდგა, მანდ საკუთარ გუნდს 36 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა.

საკუთარი გუნდის გამარჯვების შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალა „სეტონ ჰოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კევინ ვილარდმა. მისი თქმით, მამუკელაშვილს ასე კარგად ჯერ არასდროს უთამაშია.

„ვთვლი, რომ სანდროსთვის სეზონში საუკეთესო მატჩი იყო. ის დაცვაში ძალიან კონცენტრირებული გამოვიდა და უბრალოდ ფენომენალურად ითამაშა. რამდენჯერაც საჭირო ზონაში ბურთის სანდრომდე მიტანა მოვახერხეთ, მას ბურთის ჩაგდება არ გასჭირვებია“, - განაცხადა ვილარდმა.

“სეტონ ჰოლმა“ აღნიშნული გამარჯვებით სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და Big East-ის კონფერენციაში 7 მოგება და 5 წაგება აქვს, ხოლო მთლიანად სეზონში 10 გამარჯვება და 8 მარცხი დაუგროვდა.

სიაახლეებია ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძის გარშემო. სანაძე ევროპულ კალათბურთს უკვე ოფიციალურად დაუბრუნდა. ის სერბულ „ბორაცში“ ითამაშებს, რომელიც ადრიატიკის ლიგაში ასპარეზობს. სერბული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

დუდას ახალ კლუბს მიმდინარე ტურნირზე 4 მოგება და 11 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 5 თებერვალს შინ ასევე სერბულ FMP-სთან ჩაატარებს.

დუდა საქართველოს ეროვნულ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს, ხოლო საკლუბო დონეზე ბოლოს ყატარულ „ალ ხორში“ გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანური „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB ლიგა) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ACB ლიგის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა. გასულ თვეში ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამში გამარჯვებული დარჩა, ხოლო ორ შემთხვევაში დამარცხდა. ქართველს კი ხსენებულ ხუთ შეხვედრაში საშუალოდ 20.6 ქულა, 5.6 მოხსნა, 3.5 პასი, 1.5 ჩაჭრა და 0.8 დაფარება ჰქონდა.

შერმადინი მიმდინარე სეზონში ლიგა ენდესას თვის საუკეთესო მოთამაშე უკვე მეორედ გახდა. აღნიშნული ჯილდო მან პირველად ოქტომბრის თვეში მიიღო.

ამ დროისთვის გიორგის გუნდი ლიგა ენდესაში 17 გამარჯვებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს.

სხვა ქართველი კალათბურთელებისგან განსხვავებით წარმატებული კვირა არ გამოდგა თორნიკე შენგელიასთვის. მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ფორვარდი მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს.

© photo : Georgian Basketball Federation / FBთორნიკე შენგელია
მორაგბეების სამზადისი დიდი მატჩისთვის და ბასილაშვილის წარუმატებელი სტარტი მელბურნში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
თორნიკე შენგელია

მათ შორის VTB ლიგის ALL STARS რომელიც მოსკოვში 14 თებერვალს უნდა გაიმართოს. ALL STAR-ის შემადგენლობა სპეციალური გამოკითხვის შედეგად შეირჩა, სადაც გულშემატკივრებისა და მასმედიის წარმომადგენელთა აზრით თორნიკე შენგელიასაც უნდა ეთამაშა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმა VTB ლიგის შეხვედრაში, „ზელენა გურასთან“ მიიღო, რომელშიც ცსკა სენსაციურად ანგარიშით 90:93 დამარცხდა.

გასული კვირაში შედეგიანობით ვერც გოგა ბითაძე დაიკვეხნის. ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე ქართველ ცენტრს, რომელიც „ინდიანა პეისერსის“ რიგებში ირიცხება ბოლო შეხვედრაში მხოლოდ 7 წუთი მიეცა. „მემფის გრიზლისთან“ შეხვედრისას მცირე დროში გოგამ მხოლოდ ოთხი საჯარიმო სტყორცა შეასრულა, აქედან სამი წარმატებული გამოდგა. საბოლოოდ ბითაძის „პეისერსმა“ „მემფისთან“ 134-116 გაიმარჯვა.

© courtesy of Goga Bitadzeგოგა ბითაძე
მორაგბეების სამზადისი დიდი მატჩისთვის და ბასილაშვილის წარუმატებელი სტარტი მელბურნში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გოგა ბითაძე

საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან უშანსოდ დამარცხდა

ფუსტალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა 0-4 დამარცხდა.

შეხვედრა თავიდანვე რუსი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო და ანგარიში მალევე მე-5 წუთზე გაიხსნა. მატჩის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა სახეირო ვერაფერი გააკეთა ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა. რაც შეეხება მეორე ტაიმს ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეს შედარებით აქტიური ფეხბურთი შესთავაზა, თუმცა გოლის გატანა კვლავ ვერ მოხერხდა, რასაც რუსების მხრიდან კიდევ ერთი გოლი მოჰყვა. მე-2 გატანილი გოლიდან ზუსტად ხუთ წუთში ნიაზოვმა დუბლი შეგვისრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს გულშემატკივრებისთვის ბოდიშის მოხდაც მოუწია. მან რუსეთთან ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენს გულშემატკივარს ამ ანგარიშის გამო ბოდიში მოვუხადო, მაგრამ მე ყველას ვპირდები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ შეცდომების გამოსასწორებლად და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად“, - განაცხადა ასათიანმა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ ტურში საფრანგეთთან ფრედ 4-4 ითამაშა და მოპოვებული ერთადერთი ქულის წყალობით ჩვენი ნაკრები ჯგუფში  მე-3 ადგილს იკავებს. ჯგუფს რუსეთი უპირობოდ ლიდერობს, მათ ჩატარებული ორი შეხვედრიდან ორივე მშრალი ანგარიშით მოიგეს (სომხეთთან 6:0, საქართველოსთან 4:0). საქართველოს ნაკრები კი მომდევნო მატჩს 5 მარტს, თბილისში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ევროპის ჩემპიონატზე 16 გუნდი ითამაშებს, საიდანაც ერთი ადგილი მასპინძელ ნიდერლანდებს უკვე გარანტირებული აქვს. შესარჩევი ციკლში 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გავლენ, ხოლო ორი მეორეადგილოსანი ერთმანეთს პლეი ოფში შეხვდებიან და დარჩენილ ერთ საგზურს გაითამაშებენ. ევროპის ჩემპიონატს ნიდერლანდების ორი ქალაქი, ამსტერდამი და გრონინგენი 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე უმასპინძლებს.

ბასილაშვილმა მელბურნში წაგებით დაიწყო - წინ დიდი სლემის ტურნირია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობისთვის სამზადისი მალევე დაასრულა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში 39-ე პოზიციას იკავებს Great Ocean Road-ის პირველივე მატჩი დათმო.

ნიკა ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და ესპანელ მარიო ვილელა მარტინესს შეხვდა. ქართველი ჩოგბურთელი სამწუხაროდ ორ სეტში დამარცხდა. შეხვედრა საათი და 36 წუთი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ვილელა მარტინესი მსოფლიოს რეიტინგში 188-ე პოზიციას იკავებს. მასთან მარცხი კი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ნიკა თავის საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ გახლავთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ცნობილი გახდა ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობაზე

საქართველოს პირველი ნომერი ავსტრალიის ღია პირველობას ტომ პაულთან შეხვედრით დაიწყებს. პაული მსოფლიოში 53-ე ნომრადაა განთესილი, რაც მის კარიერულ რეკორდს ერთი ადგილით ჩამოუვარდება.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჩოგბურთელს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილისა და პაულის შეხვედრას ორშაბათს, თბილისის დროით დილის 04:00 საათზე უნდა ველოდოთ.

 

 




ყველა ახალი ამბავი
0