ცნობილი გახდა ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობაზე

© photo: Nikoloz Basilashvili / FBნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ მოწინააღმდეგესთან გამარჯვების შემთხვევაში ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას 23 წლის ამერიკელ ტომ პაულთან შეხვედრით დაიწყებს.

საქართველოს პირველი ჩოგანი ATP-ს რეიტინგში ამჟამად 39-ე პოზიციაზეა, მისი მოწინააღმდეგე პაული კი მსოფლიოში 53-ე ნომრადაა განთესილი. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჩოგბურთელს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნის ტურნირს გამოეთიშა - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნის ტურნირს გამოეთიშა

ქართველისა და ამერიკელი ჩოგბურთელების დაპირისპირება ორშაბათს, თბილისის დროით დილის 04:00 საათზეა ჩანიშნული.

ქართველი ჩოგბურთელი შარშან ავსტრალიის ღია პირველობას 26-ე ნომრად შეხვდა და პირველ შეხვედრაში სამხრეთკორეელ კვონ სუნ-ვუს ხუთ სეტში სძლია, შემდეგ კი ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან დამარცხდა.

ბასილაშვილი რამდენიმე დღის წინ მელბურნში ჩავიდა, სადაც Great Ocean Road-ის ღია ტურნირში მე-5 ნომრად იყო განთესილი. ის ტურნირის მეორე წრეში ჩაერთო და მსოფლიოს 188-ე ჩოგანთან, ესპანელ მარიო ვილელა მარტინესთან ორ სეტში (5:7, 3:6) წააგო.

ქართველი ჩოგბურთელი ქალი US Open-ის მერვედფინალში გავიდა>>

ბასილაშვილის გარდა ავსტრალიის ღია პირველობაზე საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ეყოლება. ქალების წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ესპანელ ხეორხინა გარსია პერესთან წყვილში მოსინჯავს ძალებს. ამ ეტაპზე მათი მეტოქეთა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0