რაგბი: დასახელდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან მატჩისთვის

© photo: AFP 2020 / ANDY BUCHANANსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრას კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებელი ვერ დაესწრება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 7 თებერვალს გაიმართება.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რუსეთთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

რუსეთ–საქართველოს მატჩს რაგბიში მასმედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა გააშუქებს>>

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რუსეთთან შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა წარმოადგინა.

  • ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (2 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (7 კეპი, 30 ქულა), 13. თამაზ მჭედლიძე (60 კეპი, 35 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (71 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (20 კეპი, 118 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (56 კეპი, 40 ქულა);
  • შერკინება: 1. ზურაბ ჟვანია (40 კეპი, 55 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (78 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (6 კეპი), 5. გიორგი ჯავახია (4 კეპი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (12 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (17 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (4 კეპი);
  • მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (13 კეპი, 5 ქულა), 17. გიორგი ნუცუბიძე (უკეპო), 18. გიორგი მელიქიძე (22 კეპი, 10 ქულა), 19. დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), 20. გიორგი თხილაიშვილი (60 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (29 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა).

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ერთა თასის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩი გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

საქართველოს და რუსეთის რაგბის ნაკრებების მატჩზე რუმინელი არბიტრები იმსაჯებენ>>

ამ შეხვედრის ჩატარება ჯერ კიდევ გასული წლის 14 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე უკვე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მეთორმეტედ.

ყველა ახალი ამბავი
0