საქართველოს და რუსეთის რაგბის ნაკრებების მატჩზე რუმინელი არბიტრები იმსაჯებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliრაგბი. საქართველო - რუსეთი
რაგბი. საქართველო - რუსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების დასკვნითი ტურის ფარგლებში ჩატარდება

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის ევროპის ერთა თასის მატჩზე, რომელიც თბილისში 7 თებერვალს გაიმართება, რუმინული არბიტრების ბრიგადა იმსაჯებს, ნათქვამია რუმინეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში.

მთავარ არბიტრად დაინიშნა ალექსანდრუ იონესკუ. მისი ასისტენტები იქნებიან კრისტიან სერბანი და რადუ პეტრესკუ. იონესკუ თავის კარიერაში მეორედ იმუშავებს მატჩზე, რომელიც ეროვნულ ნაკრებებს შორის იმართება. რუმინელი არბიტრის დებიუტი საერთაშორისო არენაზე გასული წლის ნოემბერში პორტუგალიისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე შედგა.

„ვფიქრობ, ჩვენი სადებიუტო მუშაობა ლისაბონში ევროპის რაგბში შეაფასეს და ამიტომ დაგვნიშნეს საქართველოს და რუსეთს შორის გასამართ მატჩზე. ჩვენთვის დიდი პატივია და პრივილეგია ვიმსაჯოთ ევროპის რაგბის მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე. დარწმუნებული ვარ, საინტერესო და დაძაბული მატჩი გველოდება“, - განაცხადა იონესკუმ.

რაგბი: საქართველო - რუსეთი - Sputnik საქართველო
ცნობილია საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრის მორიგი თარიღი

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი ჩატარდება ევროპის ერთა თასის შარშანდელი გათამაშების დასკვნითი ტურის ფარგლებში.

თამაში გაიმართება 7 თებერვალს, 15:00 საათზე. თუმცა დღემდე არ არის ცნობილი - რომელ სტადიონზე. ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ამასთან ცალსახაა, რომ კოვიდ-შეზღუდვების გამო მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო შეხვედრის ჩატარება 14 მარტს. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მე-12-დ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 – სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.

2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 579:269, ლელოს რაოდენობა კი - 66:16.

ყველა ახალი ამბავი
0