დაკავებები „დაუმორჩილებლობის ღამეს“: შსს ინფორმაციას ავრცელებს

© Sputnik / STRINGERპოლიცია აქციაზე პარლამენტთან
პოლიცია აქციაზე პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
თბილისსა და ბათუმში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ კომენდანტის საათის მოქმედების დროს საპროტესტო მსვლელობები გაიმართა.

თბილისი, 7 თებერვალი  - Sputnik. ბათუმში გუშინ, გვიან ღამით საპროტესტო მსვლელობაზე 11 პირი დააკავეს, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

გუშინ ბათუმში, გმირთა ხეივანში ახალგაზრდა აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ დაწესებული შეზღუდვები, თბილისის პარალელურად, ბათუმშიც მსვლელობით გააპროტესტეს. აქციებზე მთავარი მოთხოვნა იყო კომენდანტის საათის გაუქმება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გასული წლის ნოემბრიდან მეორედ დაწესდა. მისი დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას იწვევს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
დაკავება და დაჯარიმება: როგორ დასრულდა დაუმორჩილებლობის ღამე

ბათუმში საპროტესტო მსვლელობა პოლიციასთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, ყველა დაკავებული გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის დარღვევის გამო დააჯარიმეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებული 11 პირიდან ორი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები და ბათუმელი მოჭიდავეები.

გუშინ საღამოს თბილისშიც რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ კომენდანტის საათის დროს თბილისის ქუჩებში დრამების თანხლებით და საჰაერო ბუშტებით ხელში მსვლელობა მოაწყო. შემდეგ მათ „დედაენის ბაღში“ გადაინაცვლეს და ჩაატარეს აქცია, რომელიც ხმაურის ფონზე გაიმართა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა განმარტეს, ყველა პირი, ვისაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა და დაარღვევს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, დაჯარიმდება.

ბუშტები ღამით და ახალგაზრდები შეზღუდვების წინააღმდეგ: დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში >>

საქართველოში დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვლიდან მათი ნაწილი გაუქმდა, ხოლო ორშაბათს შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0