ბუშტები ღამით და ახალგაზრდები შეზღუდვების წინააღმდეგ: დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში

გამოწერა
ათობით ახალგაზრდამ მუსიკის ფონზე ბუშტებით მსვლელობა მოაწყო თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საკომენდანტო საათის დროს

მსვლელობა საკმაოდ სანახაობრივი იყო, მონაწილეებს ფერადი ნიღბები ეკეთათ, ზოგს კი ბუშტები ეჭირა. მათი მთავარი მოთხოვნა შეზღუდვების მოხსნაა, მათ შორის ღამით გადაადგილების აკრძალვის. 

 საქართველომ ცა გახსნა: რეისები არის, ტურისტები — არა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
საქართველომ ცა გახსნა: რეისები არის, ტურისტები — არა

აქციას აცილებდა პოლიცია. ისინი დემონსტრანტებს სავალ ნაწილზე არ უშვებდნენ, თუმცა მათ კორდონი გაარღვიეს.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, კერძოდ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და მისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მთელი ღამის ქუჩაში გატარებას აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0