მსვლელობა საკმაოდ სანახაობრივი იყო, მონაწილეებს ფერადი ნიღბები ეკეთათ, ზოგს კი ბუშტები ეჭირა. მათი მთავარი მოთხოვნა შეზღუდვების მოხსნაა, მათ შორის ღამით გადაადგილების აკრძალვის.
აქციას აცილებდა პოლიცია. ისინი დემონსტრანტებს სავალ ნაწილზე არ უშვებდნენ, თუმცა მათ კორდონი გაარღვიეს.
მსვლელობაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, კერძოდ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და მისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მთელი ღამის ქუჩაში გატარებას აპირებენ.