დაკავება და დაჯარიმება: როგორ დასრულდა დაუმორჩილებლობის ღამე

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
თბილისსა და ბათუმში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ კომენდანტის საათის მოქმედების დროს საპროტესტო მსვლელობები გაიმართა

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც კომენდანტის საათის დროს თბილისსა და ბათუმში გაიმართა, პოლიციელებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, სხვას კი ჯარიმა გამოუწერეს.

აქციებზე მთავარი მოთხოვნა იყო კომენდანტის საათის გაუქმება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გასული წლის ნოემბრიდან მეორედ დაწესდა. მისი დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას იწვევს.

თბილისში რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ კომენდანტის საათის დროს თბილისის ქუჩებში დრამების თანხლებით და საჰაერო ბუშტებით ხელში მსვლელობა მოაწყო. შემდეგ მათ „დედაენის ბაღში“ გადაინაცვლეს და ჩაატარეს აქცია, რომელიც ხმაურის ფონზე გაიმართა.

© Sputnik / STRINGERსპროტესტო აქცია პარლამენტთან
დაკავება და დაჯარიმება: როგორ დასრულდა დაუმორჩილებლობის ღამე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
სპროტესტო აქცია პარლამენტთან

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე 2 000 ლარით დაჯარიმდა.

ამის შემდეგ ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა და აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა განმარტეს, ყველა პირი, ვისაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა და დაარღვევს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, დაჯარიმდება.

ბათუმში, გმირთა ხეივანში, აქციას ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ თბილისში შეზღუდვების წინააღმდეგ მიმდინარე აქციას.

პოლიციამ მათ მსვლელობის შეწყვეტა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
დაკავება და დაჯარიმება: როგორ დასრულდა დაუმორჩილებლობის ღამე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის განცხადებით, დაკავების მიზეზი მსვლელობის მონაწილეთა მხრიდან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გახდა.

გმირთა ხეივანში მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერებიც. ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან სიტყვიერ დაპირისპირებას. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავება უკანონოდ განხორციელდა.

© Sputnik / STRINGERბუშტები ღამით და ახალგაზრდები შეზღუდვების წინააღმდეგ: დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - ვიდეო
დაკავება და დაჯარიმება: როგორ დასრულდა დაუმორჩილებლობის ღამე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
ბუშტები ღამით და ახალგაზრდები შეზღუდვების წინააღმდეგ: დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში - ვიდეო

„სრულიად მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეები დააკავეს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პოლიციელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა პირველი არხის ეთერში.

საქართველოში დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვლიდან მათი ნაწილი გაუქმდა, ხოლო ორშაბათს შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0