შშმ პირებს საკუთარი უფლებების საერთაშორისო დონეზე დაცვის შესაძლებლობა ექნებათ

© photo: Pixabay / stevepbშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მიზანია – ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებების რეალიზება.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო დოკუმენტის სავალდებულოდ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გამართულ სხდომაზე გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის სავალდებულოდ აღიარების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. 

შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
„გახსოვართ?“ – შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შშმ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ინდივიდუალურად მიმართონ გაეროს კომიტეტს და საკუთარი უფლებები საერთაშორისო დონეზე დაიცვან.

„ეს არის შშმ პირების უფლებების დაცვისა და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნისათვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა აქიაშვილმა.

ფაკულტატური ოქმის რატიფიკაციის პროცესს საქართველოს პარლამენტი დაასრულებს. უწყების ცნობით, მისი რატიფიცირება ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, კონვენციით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას. 

შშმ პირი ეტლით - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2021
შშმ პირთა ახალი უფლებები ძალაშია: კანონი სრულად ამოქმედდა

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი უფლებამოსილია განიხილოს წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული ინდივიდუალური მიმართვები, ჩაატაროს გამოკითხვის პროცედურები, განიხილოს ქვეყნების პერიოდული ანგარიშები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა.

როგორც კანონის ზოგად დებულებებშია ნათქვამი, კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.

ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 124,5 ათასი შშმ პირი ცხოვრობდა. ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში, ვინაიდან კონფიდენციალური მონაცემების გავრცელება აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0