„გახსოვართ?“ – შშმ პირებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

გამოწერა
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი კანონით გათვალისწინებულ პროტესტის სხვა ფორმებს აანონსებს.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, აქტივისტებმა და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, იუწყება „პირველი არხი“.

შშმ პირთა ახალი უფლებები ძალაშია: კანონი სრულად ამოქმედდა>>

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად შშმ პირთა სოციალური პაკეტის უცვლელად დატოვება მათი ჩაგვრა და დისკრიმინაციაა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები შემდეგია:

  • ასაკობრივ პენსიასთან ერთად გაიზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის, არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა;
  • საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს კრიტერიუმები, რითიც დადგინდება სოციალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისათვის;
  • სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით ამუშავდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათშორისი საკოორდინაციო ორგანო.

საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდა, მაგრამ პენსია (სოციალური შემწეობა) არ გაზრდილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ახალი წლიდან მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ტალღა იწყება

საქართველოში შშმ პირების პენსია არაერთგვაროვანია და ეფუძნება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის, თუ რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს ადამიანს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად თუ ზომიერად გამოხატული.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებისთვის შემწეობა 250 ლარია, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირებისთვის – 140 ლარი, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირისთვის – 100 ლარი.

18 წლამდე ბავშვებისა და მოზარებისთვის ეს დახმარება 250 ლარია.

შემწეობის ოდენობა ასევე დამოკიდებულია პირის ასაკზე, შემოსავლის წყაროზე, ვეტერანის სტატუსზე და სხვ. 

გადაწყვეტილია: დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება>>

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს 18 წლამდე შშმ პირებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარით ეხმარება. სულ ამ დახმარების მიმღები 43 ათასი ბენეფიციარია აღრიცხული. 

ყველა ახალი ამბავი
0