მამუკა ხაზარაძე „დიდი ეროვნული შერიგების“ მოწოდებით გამოდის

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
„ლელოს“ ლიდერი ყველა პოლიტიკურ პარტიას ძირითად პრინციპებზე შეთანხმებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სთავაზობს.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებზე და დიდ ეროვნულ შერიგებას მიაღწიოს, ნათქვამია პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში დაიწყო, გასული წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა ძალაუფლება და პარლამენტში 90 ადგილი მიიღო. არჩევნების შედეგები მასში მონაწილე პრაქტიკულად არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ უღიარებია.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ ჩამოართმევს>>

ხაზარაძის განცხადებით, ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე და ყველა საქმის ამოსავალი წერტილი და „საფუძველთა საფუძველი“ ქართული სული, ტრადიცია, კულტურა უნდა იყოს.

„უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება!“ – დაწერა ხაზარაძემ თავის Facebook-გვერდზე.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, რომლებმაც სადეპუტატო მანდატები მიიღეს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებები დაწერეს, ცესკოში კი გააუქმეს თავიანთი პარტიული სიები.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
„ერთიანობის დრო დადგა“ - სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მიმართა

პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოაწყვეს. ოთხი რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მმართველმა პარტიამ უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების გაყალბება და დაენიშნა ახალი არჩევნები. კომპრომისის სახით „ოცნება“ მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმასა და დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის გამოძიებას დათანხმდა.

ამჟამად პარლამენტში 60 ოპოზიციური სავარძლიდან მხოლოდ ექვსია დაკავებული. ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში შევიდნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ გამოყოფილი ოთხი დეპუტატი და „მოქალაქეების“ ორი წარმომადგენელი.

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება შეაფასა

„ლელო საქართველოსთვის“ 2019 წლის დეკემბერში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ბანკირებს ბრალი ედებათ „თიბისი ბანკის“ მეშვეობით 17 მილიონამდე დოლარის გათეთრებაში. ბიზნესმენებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი შეაფასეს, როგორც პოლიტიკური დევნა. საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია.

საპარლამენტო არჩევნებში „ლელომ“ ოთხი სადეპუტატო მანდატი მიიღო, თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არ აღიარა არჩევნების შედეგები და ოფიციალურად თქვა უარი საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.

ყველა ახალი ამბავი
0