„ერთიანობის დრო დადგა“ - სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მიმართა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
ჯერ არასდროს არ ყოფილა ოპოზიცია ასე ძლიერად წარმოდგენილი პარლამენტში და არასოდეს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის წინ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და ამომრჩეველთა მანდატით მიცემული დავალების შესრულებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
„ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი გავა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებენ. დღის წესრიგში დგას 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მათი პირადი განცხადებების საფუძველზე.

ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბლოკის (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (ხუთი მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (ოთხი მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (ოთხი მანდატი) და ლეიბორისტული პარტიის (ერთი მანდატი) წარმომადგენლები. ასევე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩის“ სახელით.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ჯერ არასდროს არ ყოფილა ოპოზიცია ასე ძლიერად წარმოდგენილი პარლამენტში- 150 ადგილიდან 60 რვა პარტიამ მიიღო.

„პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი მოითხოვს ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას. პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს. შიგნით ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო დონეზე, ერთიანობისა და სოლიდარობის დრო დგება.ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში – 60 მანდატი 150-დან, რვა ოპოზიციური პარტია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
თალაკვაძე: დატვირთული საგაზაფხულო სესია გვექნება

მან მიმართა როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე ოპოზიციურ დეპუტატებს და ორივე მხარეს საქართველოს ინტერესებით ნაკარნახევი გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„დღეს მინდა ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი: – ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. – უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რას სთხოვს „გირჩი“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" >>

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე შეახსენა ოპოზიციას, რომ ისინი ამომრჩეველს გამარჯვებას დაჰპირდნენ და არა ქუჩის აქციებს.

„დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.



ყველა ახალი ამბავი
0