თალაკვაძე: დატვირთული საგაზაფხულო სესია გვექნება

© Sputnik / STRINGERარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭისყრაზე სადეპუტატო მანდატების ვადამდე ჩამორთმევის საკითხი გავა.

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება, განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მხედრით სვლა „მოქალაქეებისგან“ – რა ხდება საქართველოს პარლამენტში >>

რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს - 2 რიცხვში გაიხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება. ორშაბათს ბიუროს პირველ სხდომაზე 2-5 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განისაზღვრა.

„ძალიან დატვირთული საგაზაფხულო სესია გვექნება. კომიტეტები მუშაობენ მთელი წლის გეგმაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ერთად გავაცნობთ. ასევე, რეგლამენტის თანახმად, ვგეგმავთ გასული წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პირველ რიგში საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭისყრაზე სადეპუტატო მანდატების ვადამდე ჩამორთმევის საკითხი გავა.

„გირჩის“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
რას სთხოვს „გირჩი“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას"

პარლამენტო პირადი განცხადებების საფუძველზე სადეპუტატო მანდატის ვადამდე ჩამორთმევას 51 დეპუტატისთვის აპირებს. კერძოდ, მანდატები გაუუქმდებათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4), „ლელო საქართველოსთვის“ (4), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1), ასევე ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „გირჩი“.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში პარლამენტი მოისმენს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც პარლამენტის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს შეეხება.

ბიურომ ასევე 2021 წლის „მინისტრის საათის“ განრიგი დაამტკიცა. პარლამენტის რეგლამენტით, თითოეული მინისტრი პარლამენტის წინაშე „მინისტრის საათის“ ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0