რას სთხოვს „გირჩი“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას"

© courtesy of Girchi„გირჩის“ ოფისი
„გირჩის“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ გადაწყვეტს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ბედს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. პარტია „გირჩი“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილება არ ჩამოართვას, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მხედრით სვლა „მოქალაქეებისგან“ – რა ხდება საქართველოს პარლამენტში>>

პარლამენტი პირადი განცხადებების საფუძველზე სადეპუტატო მანდატების ვადამდე გაუქმებას 51 დეპუტატისთვის აპირებს. კერძოდ, მანდატები გაუუქმდებათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4), „ლელო საქართველოსთვის“ (4), „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1), ასევე ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „გირჩი“. საკითხი კენჭისყრაზე 2 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე გავა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
პარლამენტში შესულ ოპოზიციას უფლებამოსილება გაეზარდა

„გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

როგორც „გირჩში“ აცხადებენ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები, ხოლო მოლაპარაკების საბოლოო რაუნდის წინ ამ რისკების გააზრებით მივიდნენ, ნათქვამია განცხადებაში.

პარტიაში ასევე აღნიშნავენ, რომ თუ მმართველი პარტია გააუქმებს კოლეგების უფლებამოსილებას, „გირჩის“ ის სამი წარმომადგენელიც, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ და ჯერ განცხადებები არ შეუტანიათ საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, დაუყოვნებლივ შეიტანენ შესაბამის განაცხადებს.

ბათუმში ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
საქართველოს ხელისუფლება VS ოპოზიცია: არსებობს თუ არა მოლაპარაკების იმედი

„თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, ქართული ოცნება მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ „ქართული ოცნების" მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და „გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეჩერებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ამჟამად პარლამენტში 60 ოპოზიციონერი დეპუტატის ადგილიდან მხოლოდ ექვსია დაკავებული. აქედან ოთხი „პატრიოტთა ალიანსიის“ პარტიული სიიდან შესული დეპუტატია, რომლებმაც შემდეგ თავიანთი პარტია შექმნეს, ორი კი „მოქალაქეებს“ ეკუთვნის. დანარჩენმა დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ბოიკოტი გამოაცხადეს და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

ყველა ახალი ამბავი
0