„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ ჩამოართმევს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარლამენტში შესვლის სურვილი დამატებით კიდევ 20 ოპოზიციონერ დეპუტატს აქვს.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა ჯერჯერობით არ ჩამოართვას სადეპუტატო მანდატები ოპოზიციონერ დეპუტატებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თანაპარტიელებთან კონსულტაციის შემდეგ.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია" – საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას შეუდგა>>

დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად გაიხსნა, რომელზეც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების საკითხი უნდა განიხილონ. მანამდე მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

„დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ისინი პარლამენტის საბოტაჟს უწოდებენ. მმართველმა პარტიამ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დეპუტატებს, რომლებსაც სურთ თავიანთი უფლებამოსილების შეწყვეტა, არჩევნებზე მხარი ამომრჩეველთა 39%-მა დაუჭირა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
„ერთიანობის დრო დადგა“ - სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მიმართა

„ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, პარლამენტში შესვლა კიდევ 20 ოპოზიციონერ დეპუტატს სურს.

„თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ>>

პარლამენტი 51 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მათი პირადი განცხადებების საფუძველზე აპირებს. ესენი არიან: ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (ხუთი მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (ოთხი მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (ოთხი მანდატი) და ლეიბორისტული პარტიის (ერთი მანდატი) წარმომადგენლები. ასევე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩის“ სახელით.

„გირჩის“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
რას სთხოვს „გირჩი“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას"

ამჟამად 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს, და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დღეს პირველად შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ მანამდე ოპოზიციურმა პარტია „გირჩმაც“ მიმართა და მოუწოდა, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუჩერონ. აღნიშნული საკითხის მხარდაჭერას არ გეგმავს საპარლამენტო პარტია „ევროპელი სოციალისტებიც“.

ყველა ახალი ამბავი
0