როგორ მივიღოთ თბილისში ბინა ერთ ლარად: ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
თბილისის მერიის ინიციატივით მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად უკანონებს.

ვის შეუძლია თვითნებურად დაკავებული ფართის დაკანონება, რა პროცედურებია გასავლელი და რა ვადებში ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.

პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

- უკვე წლებია მუნიციპალიტეტის მიერ ხდება თვითნებურად დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ფართებში ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ ფართის დაკანონებას. კონკრეტული წლები განსაზღვრული არ არის, რადგან ეს ფასდება ინდივიდუალურად. ზოგიერთი ოჯახი 10 წელი ცხოვრობს, ზოგი – 30, და შემდეგ დაუკანონდათ ფართები. მინიმალური დრო არის 10 წელი. ყველა შემთხვევას სწავლობს გამგეობა, შემდეგ მზადდება მონაცემები და გადის მთავრობის სხდომაზე, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება.

2017 წლიდან დღემდე სიმბოლურ 1 ლარად ფართი საკუთრებაში 1.400-მდე ოჯახს გადაეცა.

 MAN–ის ავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
თბილისში „ყვითელი ავტობუსების“ ჩანაცვლების პროცესი მთავრდება

- ვის აქვს აღნიშნული პროექტით სარგებლობის უფლება?

- თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე წლების განმავლობაში მწვავედ იდგა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართებში ხანგრძლივი დროით მცხოვრებთა პრობლემა. სწორედ ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას. თუმცა ეს არ ეხება დევნილებს, აღნიშნულ საკითხზე მათ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცა

 

- რა პროცედურებია გასავლელი და რა სახის საბუთები უნდა წარადგინოს მოქალაქემ?

- მოკვლევას აწარმოებენ გამგეობები. საჭიროა მოქალაქის განცხადება, დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

- რა ვადებში ხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება?

- გამგეობის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე ფართის გადმოცემის მოთხოვნის წერილი ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ფართების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის შემდგომ კი სსიპ ქონების მართვის სააგენტო ინიცირებას უკეთებს პროექტს და წარადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. ვადებს რაც შეეხება, განსაზღვრული არ არის.

 GWP სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
დედაქალაქის მერია საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს რეგულაციებს უწესებს

- ამ მიმართულებით რამე სიახლე ხომ არ იგეგმება მომავალში?

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კვლავ აგრძელებს წლობით დაუკანონებელი ფართების მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რათა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ფართის, ბინის საკუთრებაში მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0