ქობულეთში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა: ერთ-ერთ სოფელში კარანტინი დაწესდა

© photo: Sputnikძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
სოფელ ჯიხანჯურის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ მათ შინაურ საქონელს ცოფი გადასდო ინფიცირებულმა ტურამ, რომელიც სოფელს შემოეჩვია

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სოფლის ნაწილი გამოცხადებულია საკარანტინო ზონად. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დაინფიცირებული ცხოველის კბენის შედეგად სამი ძროხა დაიღუპა. ისინი ვარაუდობენ, რომ დაავადების გადამტანია სოფელში შეპარული ტურა.

თბილისში ცხოველებში ცოფის კიდევ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა >>

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო შინაური მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლების და კატების ვაქცინაცია ცოფზე. პარალელურად სოფლის მოსახლეობის ეტაპობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნატო ქარდავა აცხადებს, რომ 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე სოფელში ცოფით ინფიცირების სამი კერა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო იყო დაავადებული ტურა.

ქუჩის ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2020
ცოფის შემთხვევები და მასთან ბრძოლა საქართველოში – გამყრელიძე მიღწევების შესახებ

„ინფიცირების პირველწყარო ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. პრევენციის მიზნით ვაქცინაცია დაიწყო მიმდებარე სოფელებში, ლეღვაში, ქაქუთსა და ცეცხლაურში", - აცხადებს ქარდავა.

კანონის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ინფიცირებული ცხოველების იზოლაცია და ლიკვიდაცია.

შემთხვევის ადგილიდან სამი კილომეტრის რადიუსში უნდა ჩატარდეს  ვაქცინაცია და  საყოველთაო სადეზინფექციო სამუშაოები. კარანტინის მოხსნამდე აკრძალულია ძაღლების და კატების ქუჩაში გამოყვანა, ნადირობა, ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია.

არაკეთილსაიმედო კერებში შეზღუდვები მოიხსნება ბოლო შემთხვევის დაფიქსირებიდან 60 დღის შემდეგ.

საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე აცრა უკეთდება 35-დან 49 ათასამდე ადამიანს.

ცოფი - სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით დაავადებული ცხოველის კბენის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული სისტემის გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0