13:58 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

ცოფის გადამტანები ძირითადად არიან უპატრონო ძაღლები, თუმცა, როგორც ვეტერინარები ამტკიცებენ, ცოფზე ყველა შინაური ცხოველიც არ არის აცრილი

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. თბილისში ბოლო დროს უპატრონო ცხოველებში ცოფის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. წლის დასაწყისიდან ცოფი 10 ცხოველს გამოუვლინდა, ადამიანს - არცერთი. ამის შესახებ თბილისის ცხოველების მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარმა ნოდარ მაღრაძემ განაცხადა.

„ხუთი შემთხვევიდან არცერთს არ ჰქონდა ჩატარებული ვაქცინაცია. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები დედაქალაქში დაფიქსირდა, პრობლემა შემოდინებაშია (გარეუბნებიდან)“, - აღნიშნა მაღრაძემ.

ვეტერინარის თქმით, ცოფი უპატრონო ძაღლებს დაუდგინდათ.

„ცოფთან ბრძოლა ძალიან რთული ღონისძიებაა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რევაქცინაციის სამუშაოებს. სადაც საჭიროებაა, იმ ტერიტორიებზე სადეზინფექციო სამუშაოებიც ტარდება“, - განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, ცხოველების აცრისა და სპეციალური ნიშნით მათი დანიშვნის შემდეგ ისინი ბუნებრივ საარსებო გარემოში ბრუნდებიან.

ვეტერინარის განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ყველა საჭირო ზომას ატარებს ცოფის ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაავადების კერისგან სამი კილომეტრის რადიუსში - ესაა ვაქცინაცია, რევაქცინაცია და დეზინფექცია.

საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე აცრა უკეთდება 35-დან 49 ათასამდე ადამიანს.

ცოფი - სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. ცოფი გადადის ნერწყვით დაავადებული ცხოველის კბენის შედეგად. შემდეგ ვრცელდება ნერვული გზით, აღწევს თავის ტვინის ქერქის ნერვულ უჯრედებს და იწვევს მძიმე დარღვევებს, რაც სიკვდილით სრულდება.

მთავარი თემები