ცოფის შემთხვევები და მასთან ბრძოლა საქართველოში – გამყრელიძე მიღწევების შესახებ

© photo: Sputnikქუჩის ძაღლი
ქუჩის ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში წელიწადში საშუალოდ ცოფის მინიმუმ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში წელს ადამიანებს შორის ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ვირუსი აღმოაჩნდათ ცხოველებს, რაც კონტროლის გაძლიერებას მოითხოვს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ბოლო ხუთ წელიწადში ცოფით გარდაცვალების სტატისტიკაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, სამიდან ორი ლეტალური შედეგი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უკავშირდება.

მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო
თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

„სამწუხაროდ, შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა ცოფის, რომელიც იყო არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოტანილი შემთხვევა. შარშანწინ გვქონდა ორი შემთხვევა, იმის წინ – 2015, 2016, 2017 წლებში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია, ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო და მადლობას ვუხდიდი ჩვენს კოლექტივს, NCDC-მ სერიოზული როლი ითამაშა მაშინ ამ საკითხში, ისევე, როგორც რადიოლოგებმა და, რა თქმა უნდა, მთელმა სისტემამ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამავდროულად, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ ცხოველებში ცოფის შემთხვევები ყოველწლიურად რეგისტრირდება თბილისშიცა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე.

რიყის პარკში - Sputnik საქართველო
შინაური ძაღლები ცოფით ნაკლებად ავადდებიან

„როცა წერენ, რომ „თბილისში უკანასკნელ პერიოდში გამოვლინდა, მანამდე კი წლების განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა“, ასე არ იყო. თბილისში, ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ყოველწლიურად რეგისტრირდებოდა ცოფის შემთხვევები ცხოველებში, თუმცა ამას თან ერთვის დიდი სამუშაო“, – განაცხადა ზახაშვილმა.

გამყრელიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულია ახალი განკარგულება, რომელიც მთავრობის მოწონებას ელოდება. დოკუმენტის თანახმად, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის (ვეტერინარია) და რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებას ერთობლივი ძალისხმევით ვითარების კონტროლი შეუძლიათ.

თბილისში ერთ თვეში ცოფის უკვე მეორე შემთხვევა გამოვლინდა>>

წელს თბილისში ცხოველებს შორის ცოფის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი – ივნისში.

საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე აცრას 35-დან 49 ათასამდე ადამიანი იკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0