თბილისს ვაკვირდებით: კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის დინამიკა ქვეყანაში

© Sputnik / Viktor Kaminskyაქციის მონაწილეები პირბადეებით
აქციის მონაწილეები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
ქვეყანაში შემოღებული კოვოდ-შეზღუდვების შემსუბუქების ერთ-ერთი წინაპირობა კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებებლის 4%-მდე შემცირებაა, აცხადებენ ეპიდემიოლოგები

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს ჩამოცდა, მაგრამ უფრო შემცირებას ველოდებით, რათა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მეტი გარანტია გვქონდეს,  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

პსრ-ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
საქართველოს ციხეებში COVID-19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა: შედეგები ცნობილია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარდა 17.271 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.459, PCR ტესტით – 5.812. შედეგად გამოვლენილია 858 დადასტურებული შემთხვევა. შესაბამისად, ბოლო დღე-ღამეში დადებითობის მაჩვენებელი 4,9%-ს შეადგენს.

მისი განმარტებით, დადებითობის მაჩვენებელი რეალურად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად არის  გავრცელებული ინფექცია საზოგადოებაში. რას შეეხება მის სარწმუნოობას,  იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ტესტირებების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, მაჩვენებელიც საკმაოდ სარწმუნოა.

„დადებითობის მაჩვენებელი თბილისსა და იმერეთში მაინც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე სხვა რეგიონებში. ამიტომ ველოდებით მის კიდევ უფრო შემცირებას, რათა უფრო თამამად გვქონდეს  შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი და გვქონდეს მეტი გარანტია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, სტაბილურად შენარჩუნდება შედეგი, თავიდან არ მოგვიწევს შეზღუდვების ამოქმედება. ჯერჯერობით არ არის საკმარისი სტაბილიზაცია ინფექციის გავრცელების კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს დილისთვის დადებითობის მაჩვენებელი 4,9% იყო, იანვარ-თებერვლის 7.4%-ია, 14 დღის – 4.8%, შვიდი დღის კი - 3.8%.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
COVID-19: სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება

„ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება. რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებელზე იღებს ქვეყანა ორიენტირს, რომ შემსუბუქების პოლიტიკა და ნაბიჯების გადადგმა გარკვეულწილად დაკავშირებულია მასთან. გაცხადდა, რომ 7-14 დღის განმავლობაში თუ გვაქვს 4% ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებელი, მაშინ უფრო აქტიურად შეიძლება შეზღუდვების შემსუბუქება ან მოხსნა. ამას ვაკვირდებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ მხრივ კარგი პროგრესია აჭარაში. დღეს აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი შეადგენს 3%, ბოლო 14 დღის – 2%, ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელი კი არის 1%.

„გვაინტერესებს, როგორი იქნება ეს დინამიკა თბილისში. აჭარაში შეზღუდვები ახლა სერიოზულად შემსუბუქდა, მაგრამ არის დატოვებული თბილისში, განსაკუთრებით ტრანსპორტთან მიმართებით, ქუთაისში და რუსთავში. ამიტომ ჩვენ თბილისს ვაკვირდებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი დღეს 5%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელიც 5%-ია , ხოლო ბოლო შვიდი დღის – 4%.
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

„დინამიკა იქითკენ მიდის თბილისშიც, თუ შევინარჩუნეთ ეს დინამიკა, თბილისშიც შესაძლებელია შემდგომ გარკვეული შემსუბუქების ნაბიჯების გადადგმა“, – თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელთან ერთად უნდა შეფასდეს სხვა ინდიკატორებიც და ტენდენცია აქაც სტაბილიზაციისკენ მიდის.

„გუშინ მთელი რიგი შემსუბუქებები დაიწყო ქვეყანაში, მათ შორის მაღაზიები გაიხსნა, მოლები გაიხსნა, დიდი სავაჭრო ცენტრები და ა.შ, სკოლები გაიხსნა გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა, ბავშვებმა კლასებში დაიწყეს სწავლა. დავაკვირდებით ამ მდგომარეობას, მობილობა გაიზარდა და ამისდა მიხედვით საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

COVID-19-ის ყალბი სერტიფიკატები აეროპორტებში იყიდება: ევროპოლი მთავრობებს აფრთხილებს >>

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. 1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით  ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა გასული წლის 26 თებერვლიდან დღემდე  259.209-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0