COVID-19-ის ყალბი სერტიფიკატები აეროპორტებში იყიდება: ევროპოლი მთავრობებს აფრთხილებს

© courtesy of EuropolШтаб-квартира Европола
Штаб-квартира Европола  - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
კორონავირუსზე უარყოფითი ყალბი ტესტებით ვაჭრობის ფაქტები ევროპის რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებში გამოვლინდა.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. დანაშაულებრივი ჯგუფები ევროპის ქვეყნების აეროპორტებში კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის შემცველი ყალბი სერტიფიკატებით ვაჭრობენ, იუწყება გამოცემა Daily Mail ევროპის საპოლიციო სააგენტოზე (ევროპოლი) დაყრდნობით.

„სანამ პანდემიის გამო მოგზაურობაზე შეზღუდვები ძალაში რჩება, დამნაშავეები განაგრძობენ COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის შესახებ ფალსიფიცირებული სერტიფიკატების დამზადება–გაყიდვას“, — ნათქვამია ევროპის განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები დამნაშავეებს აძლევს შესაძლებლობას, დაამზადონ მაღალი ხარისხის ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომელთა ნამდვილისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჯანმო: არ მოსთხოვოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის სერტიფიკატი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2021
ჯანმო: არ მოსთხოვოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის სერტიფიკატი

გავრცელებული ინფორმაციით, ყალბი სერტიფიკატებით ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა საფრანგეთში, სადაც შარლ დე გოლის აეროპორტში ევროპოლმა ამ საქმიანობით დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანა.

მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც თაღლითები ყალბ სერტიფიკატებს 100 გირვანქა სტერლინგად ყიდდნენ.

კიდევ ერთი დაჯგუფებაა ლიკვიდირებული ესპანეთში, სადაც კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი 40 ევროდ იყიდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0