თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 858 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 339 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 158, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 85, აჭარა – 53, შიდა ქართლი – 50, ქვემო ქართლი – 49, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 250.289-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.208-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 5.686 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.520 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.229, აჭარაში – 181, იმერეთში – 485.
575 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 160 პირი, მათგან თბილისში – 119, აჭარაში – 5, იმერეთში – 16. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 283 ადამიანი, მათ შორის 191 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2.883 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, ხოლო აჭარაში – 117. თვითიზოლაციაში იმყოფება 14.569 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9.621 პირი, აჭარაში – 746, იმერეთში – 1.528.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 858-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 259.209-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.