„ყველაზე მეტად მე ვარ დაინტერესებული“ - გახარიამ საქართველოში შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა

© photo : Gakharia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
მთავრობა შემუშავებულ გეგმას მიჰყვება და შეზღუდვებს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიხედვით მოხსნის, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. მთავრობა და პირადად პრემიერი ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნით, მაგრამ სიფრთხილეს იჩენენ, რათა ნაჩქარევმა ნაბიჯებმა შეზღუდვების ხელმეორედ დაწესებამდე არ მიგვიყვანოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს დასავლეთ საქართველოში მგზავრობისას განუცხადა.

„არავინ არ არის დღეს ისე დაინტერესებული შეზღუდვების სწრაფად მოხსნაში, როგორც საქართველოს მთავრობა და როგორც პირადად მე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა არის პირდაპირი მიზეზი იმის, რომ შემდგომ მოგვიწიოს ისევ დახურვა. აქ ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით“, - განაცხადა გახარიამ.

ვაქცინაცია იტალიაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
ჯანმო ვაქცინაციის „სუსტ წერტილებს“ ასახელებს: სიფრთხილე აცრის შემდეგაც აუცილებელია

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი უკეთ მართვადი გახდა, გაჩნდა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე შემსუბუქების შესაძლებლობა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ პირველ რიგში, შევძლოთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა ასევე, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში საქართველო ვაქცინის ძირითადი პარტიის გარდა, მიიღებს დამატებით პრეპარატებს. მისი თქმით, უმდიდრესი, სისტემური სახელმწიფოები აწესებენ სულ უფრო მძიმე შეზღუდვებს, რადგან ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელსაც თავიდან ეგონათ, რომ განახორციელებდნენ, ვერ ახორციელებენ.

„ჩვენს შემთხვევაში, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-is ვაქცინას“, – განაცხადა გახარიამ.

  • როგორც გუშინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, საუბარია განვითარებად ქვეყნებზე. „საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი (ჩვენი ინფორმაციით პირველ ხუთეულში) უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას“, - აღნიშნა მან.
ამიორან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2021
რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რათა პანდემია დამარცხდეს: გამყრელიძის განმარტება

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის მთავარი მიზანია საქართველოში ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინების შემოტანა.

საქართველომ წელს 1,4 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს COVAX-ის პლატფორმიდან. გეგმის თანახმად, საქართველოს 3,9 მილიონი დოზა სჭირდება, რის მისაღებადაც ინტენსიური და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებელთან.

საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თანახმა არიან აიცრან, 50-დან 60%-მდე მერყეობს. ეკონომიკის სრულად გასახსნელად საჭიროა ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა. ამას შესაძლოა 164 მილიონი ლარი დასჭირდეს.

ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნის გზა არის არა აქციები, არამედ ვაქცინაცია >>

პრიორიტეტული ჯგუფები ვაქცინაციისთვის უკვე განსაზღვრულია და შემდეგნაირად გადანაწილებული: ჯერ ჯანდაცვის სექტორი, შემდეგ თავშესაფრების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 65-დან 74 წლამდე მოქალაქეები, ასევე 55-64 წლის მოქალაქეები, 18-დან 54 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობა. უკვე ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის აცრა, მათ შორის, საქართველოს იმ მოქალაქეებისაც, რომელთაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი.

ყველა ახალი ამბავი
0