რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, რათა პანდემია დამარცხდეს: გამყრელიძის განმარტება

© photo: Government of Georgia / FBამიორან გამყრელიძე
ამიორან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პირველ ეტაპზე თებერავლის მეორე ნახევარში შემოვა Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა, რაც ორჯერადი გაკეთებით დაახლოებით 14 500 ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის პანდემია იმ შემთხვევაში დამთავრდება, თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქცია - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნის გზა არის არა აქციები, არამედ ვაქცინაცია

იანვრიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის სტაბილიზაციის კარგი დინამიკა შეინიშნება, კორონავირუსის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა - ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ის 3,8%-ს გაუტოლდა, აღნიშნა მან.

„განსაკუთრებით კარგი მდგომარეობაა აჭარაში, რაც ნიშანია იმისა, რომ სერიოზულად შემცირებულია ვირუსის ცირკულაციის ინტენსივობა და ეს უნდა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

1 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იწყება. ყველგან გაიხსნება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. გარდა ამისა, აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეებში კლიენტების მიღება დაიშვება. თუმცა საქართველოში უკვე მეორე კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება, სადაც ყველა შეზღუდვის ერთად მოხსნას მოითხოვენ. ინფექციონისტები კი შეზღუდვების ფრთხილ გახსნას ემხრობიან.

„ნებისმიერი შემსუბუქება და ლიბერალიზაცია არის რისკი ინფექციის შემთხვევების გაზრდის, მაგრამ ამის პარალელურად თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და რეკომენდაციას, პირველ რიგში პირბადის მასობრივად ტარება, დისტანცია, უარს ვიტყვით დიდ შეკრებებზე, მაშინ ზრდის დიდი რისკი არ გვექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ვაქცინაცია მოხუცებულთა სახლში - Sputnik საქართველო
დასტური მიღებულია: ვაქცინის პირველი პარტიის მოცულობა და შემოსვლის ვადა ცნობილია

მისი თქმით, ამასთან, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე.

„პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება AstraZeneca-ს 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობამ 21 იანვარს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

იტალიაში ხანდაზმულებს AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება არ ურჩიეს >>

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები,  65–დან 74 წლამდე პირები, 55–დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0