საქართველოში 10 თებერვლიდან კოვიდგადატანილი 500 პაციენტის კვლევა დაიწყება

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიხელოვნური ვენტიკაციის აპარატი
ხელოვნური ვენტიკაციის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, როგორც კოვიდიანი ავადმყოფის გამოკვლევა და მკურნალობა არის დღეს უფასო, ასევე იქნება პოსტკოვიდური პაციენტების შემთხვევაშიც.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. პოსტკოვიდური კვლევა 10 თებერვლიდან დაიწყება და კოვიდგადატანილი 500 პაციენტი შემოწმდება ყველაფერზე – როგორც კლინიკურად, ასევე ინსტრუმენტულად, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნის გზა არის არა აქციები, არამედ ვაქცინაცია>>

ცერცვაძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში კოვიდგადატანილ 500 ადამიანს სრული პაკეტით გამოიკვლევენ, რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

„500 კოვიდგადატანილი შემოწმებული იქნება როგორც კლინიკურად, ისე ინსტრუმენტულად ყველაფერზე – ფილტვი, გული, თირკმელი, ღვიძლი ტვინი... და ამ 500 ადამიანის კვლევის შედეგად დაიდება შედეგები, რეკომენდაციები, შეიქმნება სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც იხელმძღვანელებს ჯანდაცვის სისტემა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით, ყველას, ვისაც გამოუვლინდება პოსტკოვიდური სინდრომი, ექნება საშუალება, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და უფასოდ ჩაიტაროს კვლევა.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
ცერცვაძე: პანდემიის დამარცხება ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია

როგორც ცერცვაძემ უფრო ადრე განაცხადა, კვლევის ჩასატარებლად შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა კოვიდგადატანილი 500 პაციენტი – მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა მათ პოსტკოვიდური გართულებები.

„ჩვენ გვაქვს სია ყველა იმ ადამიანის, ვინც კლინიკიდან გაეწერა, ან ვინც სახლში მკურნალობდა. კომპიუტერი აკეთებს ამ შემთხვევით შერჩევას და ვუკავშირდებით ამ პირებს და მოვიწვევთ ამ კვლევისთვის“, – განმარტა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ბევრია ისეთი პაციენტი, რომელსაც პოსტკოვიდური სინდრომი აქვს.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
ახალი გამოწვევა მედიცინაში: პოსტკოვიდური სინდრომი, სიმპტომები და თანმდევი გართულებები

პოსტკოვიდური სინდრომი მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა. სუნთქვის, თირკმლის და გულის უკმარისობა – ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რითიც კოვიდგადატანილი პაციენტები კლინიკებში ბრუნდებიან.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი უმეტესად იმ პაციენტებს ემართებათ, ვინც კოვიდი მძიმე ფორმებში გადაიტანა. ხშირად მათი ხელახალი ჰოსპიტალიზაციაც უწევთ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 258.111 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 249.028 გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0