ახალი გამოწვევა მედიცინაში: პოსტკოვიდური სინდრომი, სიმპტომები და თანმდევი გართულებები

© REUTERS / CALLAGHAN O'HAREკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოსტკოვიდური სინდრომი მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა. სუნთქვის, თირკმლის და გულის უკმარისობა – ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რითიც კოვიდგადატანილი პაციენტები კლინიკებში ბრუნდებიან.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი უმეტესად იმ პაციენტებს ემართებათ და მათი ხელახალი ჰოსპიტალიზაცია უწევთ, ვინც კოვიდი მძიმე ფორმებში გადაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში პოსტკოვიდური სინდრომის 60 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ დიაგნოზით პაციენტების მატება იანვარში დაიწყო. ადამიანები, რომელთა საავადმყოფოში მოთავსება ხელახლა გახდა საჭირო, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სპეციალურად შექმნილ განყოფილებაში მკურნალობენ.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ინფექცია თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 9%-მა გადაიტანა

„ვირუსიდან განკურნების და სახლში დაბრუნების შემდეგ სამ დღეში დავმძიმდი, დამეწყო კრუნჩხვა. დავრეკეთ საავადმყოფოში და კვლავ გადამიყვანეს კლინიკაში. აღმოჩნდა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი მქონდა. ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მეორედ გამომწერეს საავადმყოფოდან. პროგრესი არის, მაგრამ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ“, – ამბობს ჟურნალისტებთან საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, რომელმაც კორონავირუსი უმძიმესი ფორმით გადაიტანა.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი გადაიტანა და პოსტკოვიდური სინდრომიც ორი თვის წინ დაამარცხა, დღემდე აქვს სხვადასხვა ჩივილები, უჭირს სუნთქვა და კანზე აღენიშნება ლაქები.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბავშვებსა და ზრდასრულებში პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. ინფექციონისტის განცხადებით, საქართველოში პოსტკოვიდური, ანუ მულტისისტემური ანთებითი სინდრომის რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის მაღალი მაჩვენებელია. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: გადაწყვეტილი არაა, დასჭირდებათ თუ არა კოვიდგადატანილ პირებს ვაქცინა

გთავაზობთ თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუს:

როგორ მიმდინარეობს სინდრომი ბავშვებში

ოფიციალურად მას ჰქვია მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ​მსოფლიოში ითვლებოდა, რომ ეს იყო ძალიან იშვიათი გართულება. საქართველოში უცებ არის ცნობა, რომ რამდენიმე ათეული ასეთი პაციენტი იყო. მე პედიატრი არ ვარ და ჩემთან არ ხვდებიან ეს პაციენტები. ძირითადად ისინი არიან პედიატრებთან. სამინისტროში გვქონდა შეხვედრა ბატონ ივანე ჩხაიძესთან, რომელიც არის მთავარი სპეციალისტი. მან თქვა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ეს შემთხვევები და მათ ნამდვილად ჰქონდათ პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების სინდრომი. რაღაც შემთხვევები რომ იყო, ეს ფაქტია. რამდენად იყო ზუსტად 60 შემთხვევა, ამის თქმა მიჭირს. მსოფლიო სტატისტიკასთან შედარებით 60 შემთხვევა ბევრია.

ვაქციანცია - Sputnik საქართველო
ინფექციონისტი: მესამე ეტაპი არის ცდების ბოლო ეტაპი, უკვე ძალიან მალე უნდა ველოდოთ ვაქცინას

რა სიმპტომები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს

რაც შეეხება მოზრდილებს, იქ გაცილებით ხშირია პოსტკოვიდური სინდრომი. მას ბევრი კლინიკური სიმპტომი ახასიათებს. ყველაზე ხშირად არის საერთო სისუსტე, ტკივილი კუნთების მიდამოში, სუნთქვის გაძნელება, გულის ფრიალი, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ისეთი მოვლენები, როგორიცაა დეპრესია, უძილობა, შფოთვა, თავის ტკივილი. ასევე თირკმლის დაზიანების სიმპტომატიკა, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.​ ვარაუდობდნენ, რომ ეს სინდრომი შედარებით იშვიათი იყო. იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ის იყო მსუბუქი და მხოლოდ დაკვირვება სჭირდებოდა. ახლახან გამოქვეყნდა ინგლისელების ძალიან საყურადღებო კვლევა. დადგინდა, რომ განკურნებულების 29,3% შებრუნდა კლინიკაში, მათ შორის თითქმის ყოველი მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა. ეს გარდაცვალების პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე მწვავე კოვიდის დროს. მინდა მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ არც ერთი შემთხვევა პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არ გვქონია.

ჯანდაცვის სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. უკვე მუშაობს პროგრამის შექმნაზე, რათა ყველა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ​პაციენტს საშუალება ჰქონდეს მიმართოს კლინიკას, უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა და მკურნალობა. როგორც კოვიდიანი ავადმყოფის გამოკვლევა და მკურნალობა არის დღეს უფასო, ასევე იქნება პოსტკოვიდიანი ავადმყოფებისთვისაც.

ყველა ახალი ამბავი
0