რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კლინიკები ვაქცინაციის ჩასატარებლად

© AP Photo / Manu Fernandezვაქცინა Pfizer-BioNTech
ვაქცინა  Pfizer-BioNTech  - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ 21 იანვარს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. კლინიკები, სადაც ვაქცინაციის გეგმის პირველი ეტაპის შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნის გზა არის არა აქციები, არამედ ვაქცინაცია >>

გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციისთვის 10 კლინიკა იქნება საკმარისი.

„კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა. ასევე, უნდა ჰქონდეს იმუნიზაციის საქმიანობის შესახებ წარსულში გამოცდილება და ასევე, შეტყობინება, რომ ეს არის მაღალი რისკის საქმიანობა. რეგულირების სააგენტოში უნდა იყოს ასეთი შეტყობინება გამოგზავნილი და არის უკვე სპეციფიკური მოთხოვნები: ადგილზე სულ მცირე, 3 ბრიგადა მაინც უნდა იყოს მობილიზებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, კლინიკაში მისული პაციენტების ნაკადები უნდა გაიყოს, სამედიცინო პერსონალის კონტიგენტს, რომელიც მივა ასაცრელად, უნდა დახვდეს ცალკე, იზოლირებული შესასვლელი. ასევე, ინფექციის კონტროლის პირობების დაცვით, ცალკე მოსაცდელი სივრცე, სადაც ათამდე ადამიანი უნდა დაეტიოს და ასევე, უნდა იყოს მომზადებული აცრის შემდგომი დაყოვნების სივრცეები.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
„ყველაზე მეტად მე ვარ დაინტერესებული“ - გახარიამ საქართველოში შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა

საქართველო მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ემზადება და ვაქცინის თებერვლის ბოლოსთვის მიღების იმედი აქვს. ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

საქართველოს მთავრობამ 21 იანვარს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები,  65–დან 74 წლამდე პირები, 55–დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0