რა იცვლება 1 თებერვლიდან საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსის გაჩერება ბათუმში
ავტობუსის გაჩერება ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
აჭარაში მუშაობას იწყებენ სკოლები, რამდენიმე ქალაქში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოში 1 თებერვლიდან იხსნება რიგი შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 28 ნოემბერს დაწესდა.

შეზღუდვების შემსუბუქება ყველაზე მეტად ეხება აჭარას, ხოლო ყველაზე ნაკლებად – თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს.

„Sputnik–საქართველო“ წარმოგიდგენთ იმ სიახლეების ჩამონათვალს, რომლებიც 1 თებერვლიდან მოქმედებს.

მაღაზიები იხსნება

ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იხსნება.

თერმოსკრინინგი და ხელების დეზინფექცია სავაჭრო ცენტრში „ისტ პოინტი“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან არასასურსათო სავაჭრო სექტორში

ტანსაცმლის მაღაზიებში იხსნება გასახდელები. მყიდველების რაოდენობა 10 კვადრატულ მეტრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 ადამიანს.

მუშაობის შესაძლებლობის მისაღებად მაღაზიების მსხვილი ქსელების თანამშრომლების 20–25%-მა კორონავირუსის ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიაროს.

მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები იმუშავებენ დილის ცხრიდან საღამოს შვიდ საათამდე, შაბათ–კვირის გარდა.

ტრანსპორტი

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში 1 თებერვლიდან განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

ბათუმში ავტობუსებში მგზავრთა ტემპერატურას ავტომატურად შეამოწმებენ.

სკოლები და საბავშვო ბაღები

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში 1 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები და სკოლები.

დეზინფექტორები ბათუმის ავტობუსებში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2021
ბათუმში ხვალიდან ტრანსპორტი ამუშავდება - მერია მზადყოფნაშია

ამ ქალაქებში მშობლები შეძლებენ აირჩიონ – ბავშვი სკოლაში ივლის თუ დისტანციურად განაგრძობს სწავლას.

თითოეულ მოსწავლესა და ბაღის აღსაზრდელს შეუმოწმებენ ტემპერატურას, ხოლო მასწავლებლები და აღმზრდელები კორონავირუსზე ტესტირებას გაივლიან.

რესტორნები აჭარაში

მთელ რეგიონში იმუშავებენ ღია რესტორნები და კაფეები და ეს სიახლე მხოლოდ აჭარას ეხება.

პერსონალი პერიოდულად უნდა შემოწმდეს კორონავირუსზე.

ტურისტები

საქართველო 1 თებერვლიდან ხსნის საჰაერო სივრცეს.

ქვეყანაში თავისუფლად შემოუშვებენ იმ უცხოელებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარეს.

ვაქცინაცია ან PCR–ტესტი: საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის პირობები>>

ქვეყანაში გარკვეული შეღავათებით შემოსვლა შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ერთი პირობით – მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს კი საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

სახმელეთო საზღვრები ჯერჯერობით დაკეტილი რჩება.

„საცობი სავაჭრო ცენტრთან - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
როდის დადგება შოპინგის დრო – ვიცე-პრემიერმა „უქმე დღის კარანტინის“ არსი განმარტა

შეზღუდვები უქმე დღეებში

ყველა შეზღუდვა 1 თებერვლიდან 1 მარტამდე უქმე დღეებში კვლავ იმოქმედებს.

შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში არ ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ იმუშავებენ კაფეები და რესტორნები.

სერვისები

საქართველოს ყველა ქალაქში 1 თებერვლიდან, ორთვიანი შეჩერების შემდეგ, შესაძლებელი იქნება მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

ასევე შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებას ყველა აუცილებელი ცნობისა და ნებართვის გაცემას, მათ შორის ნასამართლეობის ცნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის.

შეზღუდვები შენარჩუნდება

საქართველოში 1 თებერვლიდან შენარჩუნდება პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი როგორც დახურულ სივრცეში, ისე ქუჩაში. ასევე კვლავ აკრძალული რჩება ქუჩაში გასვლა ღამის ცხრიდან დილის ხუთ საათამდე.

აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
საქართველო იმ პირებისთვის, ვინც ვაქცინაცია გაიარა, საზღვრებს ხსნის

დიდ ქალაქებში არ გაიხსნება ბაზრობები 15 თებერვლამდე.

მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალული იქნება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ მუშაობა. გამონაკლისია აჭარა.

ამას გარდა, ქვეყანაში აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა. 1 მარტამდე არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ყველა ახალი ამბავი
0