ვაქცინაცია ან PCR–ტესტი: საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის პირობები

© Sputnik / STRINGERაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა უცხოეთიდან ჩამოსული პირებისთვის კონტროლს ამკაცრებს, რამდენადაც თებერვლიდან ქვეყანაში ავიამიმოსვლა აღდგება.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ საქართველოში შემოსული მგზავრები ვალდებული იქნებიან PCR–ტესტის პასუხი წარმოადგინონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი სწრაფად და უსაფრთხოდ - სექტორის ხუთპუნქტიანი გეგმა

აღნიშნული წესი არ შეეხება იმ პირებს, ვინც ვაქცინაცია გაიარა ჯანმოს მიერ სერტიფიცირებული ვაქცინით და ორი სავალდებულო აცრა ჩაიტარა.

„ადამიანებს, რომლებმაც სრული ვაქცინაცია გაიარეს, ქვეყანაში შემოსვლისას ცნობის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ. დანარჩენმა მგზავრებმა კი უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის პასუხი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით აღდგება. პირველ რიგში ეს შეეხება ევროკავშირის, ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებს. ფრენები უსაფრთხოების ზომებისა და სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით შესრულდება.

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით გასული წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო უმეტესი მათგანი ისევ შეჩერდა. ბოლოს ავიამიმოსვლის აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0