საქართველოში მასობრივი ტესტირების შედეგად კორონავირუსი 79 ტაქსის მძღოლს გამოუვლინდა

© photo: Sputnikტაქსი
ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაქსის მძღოლებს, ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებს, პედაგოგებსა და სასულიერო პირებს შორის, რომლებსაც კორონავირუსზე PCR-ტესტი ჩაუტარდათ, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მღვდელმსახურებში დაფიქსირდა.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსზე PCR–ტესტი 13.644 ტაქსის მძღოლს ჩაუტარდა, მათგან ინფექცია 79 (0,6%) ადამიანს გამოუვლინდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისის ტაქსის მძღოლები სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან

ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ტაქსის მძღოლი ვალდებულია PCR–ტესტი ყოველ ორ კვირაში ჩაიტაროს, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკი თავიდან იქნას აცილებული. თბილისში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ინფიცირებული ტაქსის მძღოლები საქმიანობას აგრძელებდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლებამდე თბილისში ამჟამად ტაქსი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა.

რაც შეეხება ბაზრობების მოვაჭრეებს, მათგან PCR-ტესტი 7.284 ადამიანს ჩაუტარდა და ვირუსი 56-ს დაუდასტურდა (0,8%). მღვდელმსახურთა შორის კორონავირუსზე ტესტი 5.863 პირს ჩაუტარდა – დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია. 

„გამომდინარე იქიდან, რომ 1 თებერვლიდან იხსნება სავაჭრო მოლები და მაღაზიები, შესაბამისად, ინტენსიურად დაიწყო (მათი თანამშრომლების) ტესტირება. გუშინდელი 24 საათის მონაცემებით, 1.033 ტესტის პასუხიდან დადებითი პასუხი არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღდგება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 669-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.956-ს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0