კალაძე: თბილისის ტაქსის მძღოლები სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან
„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფებს „თბილისის ტაქსის“ მძღოლები მიეკუთვნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძროლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. გვქონდა სამწუხარო ფაქტები, როდესაც დაინფიცირებული ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობას. მე მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ინფიცირების შესახებ, რადგან იყვნენ უსიმპტომოები, თუმცა ის კონკრეტული ადამიანები ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ორ კვირაში ერთხელ „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება განხორციელდება.