კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 669-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.956-ს მიაღწია.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 669 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 285 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 119, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 79, კახეთი – 49, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 23, გურია – 16, სამცხე-ჯავახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში – 29 იანვრის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 637 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 247.096-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 21 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.148-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 6.686 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.731 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.375, აჭარაში – 195, იმერეთში – 512.

610 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 167 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში – 2, იმერეთში – 17. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 322 ადამიანი, მათ შორის 184 – თბილისში, 97 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 3.633 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 521 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 220, ხოლო აჭარაში – 104. თვითიზოლაციაში იმყოფება 17.108 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10.924 პირი, აჭარაში – 831, იმერეთში – 1.498.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 669-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.956-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0