COVID-19 საქართველოში – 29 იანვრის მონაცემები

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 247.096 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 637), გარდაიცვალა – 3.148 (ბოლო 24 საათში – 21), კარანტინის რეჟიმშია 521, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.731 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 322 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 669-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.956-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 247.096 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 637), გარდაიცვალა – 3.148 (ბოლო 24 საათში – 21), კარანტინის რეჟიმშია 521, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.731 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 322 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.311 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.681, PCR ტესტით – 7.630.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0