საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამი გზა: ეროვნული ბანკის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაზო სცენარი ეკონომიკის 2021 წლიდან გაჯანსაღებას განიხილავს, რასაც პანდემიის გავრცელების ტემპის შემცირება და დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა განაპირობებს.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკუთარ პროგნოზში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს.

საბაზო სცენარი ასახავს ეკონომიკის მოსალოდნელ მდგომარეობას, რა დროსაც რისკ-ფაქტორები სწორი პოლიტიკითაა დაბალანსებული. 

კალაუბანი - Sputnik საქართველო
როგორ სრულდება ბიუჯეტი საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ფონზე

ამ სცენარის თანახმად, 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის განახლება, რომელიც ძირითადად შიდა მოთხოვნითა და საინვესტიციო აქტივობით იქნება განპირობებული. რაც შეეხება გარე მოთხოვნას, იგი მცირე იქნება და მხოლოდ ნაწილობრივ აღდგება. ტურისტული ნაკადების აღდგენა 2021 წლის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი. ამასთან, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 4,3% იქნება.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს უმუშევრობის დონის კლებას. თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკის პოტენციური ზრდის შემცირება, რომელიც გამოწვეული იქნება წარმოების მოცულობის შემცირებით, ასევე რეცესიებითა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯებით.

გარდა ამისა, პოტენციური ზრდა შეანელებს ეკონომიკაში სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია პანდემიის მიმართ მოწყვლადი სექტორებიდან სამრეწველო რესურსებისა და მუშახელის გადაადგილებასთან.

რაც შეეხება ინფლაციის დონეს, საბაზო სცენარის მიხედვით, იგი ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზობრივ მაჩვენებელს – 3%-ს. თუმცა, ამავე დროს დარჩება ზემოთ აღნიშნული რისკების ზრდა, რაც დაკავშირებულია ლარის კურსის რყევასთან.

საბაზო სცენარი ასევე ითვალისწინებს პანდემიით გამოწვეული შოკის გაურკვევლობის გამო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას.

ეროვნული ბანკის სამი სცენარი ქართული ეკონომიკისთვის 

მაჩვენებლები საბაზო ოპტიმისტური პესიმისტური
ეკონომიკური ზრდა % 5 6 1
ინფლაცია % 3 4 6
ლარის კურსი დოლართან მიმართებით არ შეიცვლება გამყარდება 3%-ით გაუფასურდება 10%-ით

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია მსოფლიოში ეკონომიკის უფრო სწრაფი აღდგენა, რაც ყველა საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესებას გამოიწვევს, მათ შორის, უმუშევრობის კლებას და ლარის გამყარებას.

რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, იგი დაფუძნებულია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ასევე მოქმედი შეზღუდვების შენარჩუნებასა და ახალი შეზღუდვების შემოღებაზე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სანამ ინფიცირება მაღალია, ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი შეუძლებელია

„ამ სცენარში ეპიდვითარებით გამოწვეული ეკონომიკის ვარდნა შეამცირებს ვაჭრობას და საინვესტიციო ნაკადებს, ასევე გაურკვეველი ვადით „ჩამოაშორებს“ საერთაშორისო მოგზაურებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ეროვნული ბანკი პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში არ გამორიცხავს რიგი კომპანიების, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის დახურვას. ყოველივე ეს გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას და მეურნეობებისა და კომპანიების მხრიდან ვალების გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ქვეყანას რეფორმები სჭირდება

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ თუ მოსახლეობის ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელი გახდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი მოცულობის იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური ხარჯები. 

დაკეტილი კაფე–ბარები - Sputnik საქართველო
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია: მხოლოდ ეკონომიკის გახსნა დაამარცხებს კრიზისს

„თუ ქვეყანა პრობლემების გადაჭრას ისე გააგრძელებს, რომ ვალებს აიღებს, იქნება არარეგულირებადი ზომები და ტრადიციული პოლიტიკური დინებები, მომავალ თაობებს მძიმე ეკონომიკურ მემკვიდრეობას დაუტოვებს“, – განაცხადა აბულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“.

მისი თქმით, ეკონომიკური წესრიგი, რომელიც შეზღუდვების შედეგად დაირღვა, მოითხოვს ახალ ნორმებს და გამოწვევებთან მიმართებით შესაბამის მიდგომებს, მმართველობის ახალ სტანდარტებს და ეკონომიკური პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილებებს.

აბულაძის აზრით, ადრინდელმა ეპიდემიებმა დიდი გარდაქმნები გამოიწვია, შესაბამისად, ცვლილებები მოხდება ახლაც. თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმა აუცილებელია, რათა პესიმისტური პროგნოზების მინიმალიზება მოხდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0