გახარია: სანამ ინფიცირება მაღალია, ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი შეუძლებელია

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების ნაწილის მოხსნას, რათა მათ საქმიანობის განახლება შეძლონ და ქვეყნის ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყოს.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი არის ჭორაობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე.

როგორ უნდა ამოქმედდეს ბიზნესი - ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა>>

პრემიერის განცხადებით, როდესაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და დარგების გახსნას ითხოვენ, რისკია, რომ ინფიცირების რიცხვი მალე გაიზარდოს და კვლავ საჭირო გახდეს სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება.

„ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნობრივი შეზღუდვების დაწესებამდე ქვეყანაში დღეში 5 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა იყო, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 ათას ინფიცირებულს და ასევე დღეში 7 ათას ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია თბილისში: მოქალაქეები კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

„ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში 5-6 ათასი შემთხვევაა ინფიცირების, ეკონომიკის ნორმალურ მუშაობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში“, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს.

კვირას სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.

ყველა ახალი ამბავი
0