პროკურორი: გამოძიება გრძელდება, გირაოს გამოყენება არ ნიშნავს ბრალის შემსუბუქებას

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მთავარი მიზანია დავით გარეჯის  საქმეში არსებული ზემდგომი პირების გამოვლენა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, აცხადებენ პროკურატურაში

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ აღკვეთის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ შეუმსუბუქა ბრალდებულებს ბრალეულობა ან გაამართლა ისინი.

სასამართლო - Sputnik საქართველო
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

პროკურორის განცხადებით, აღკვეთის გამოყენების ეტაპზე არსებობდა მყარი არგუმენტები, თუ რატომ ითხოვდნენ და რითი ასაბუთებდნენ, რომ ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა.

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ფაქტები, მათ შორის მელაშვილი როგორ ხვდებოდა ჩვენთან დასაბარებელ პირებს და ხდებოდა ჩვენებების შეთანხმება. უფრო მეტიც, საზოგადოებამ ნახა ფარული ჩანაწერები, სადაც მელაშვილი ადასტურებს, რომ გარეჯზე მიმდებარედ საზღვარი შეათანხმა ჩვენი ინტერესების საზიანოდ. ეს არის დასტური იმისა, რომ მელაშვილი გამოძიებას ხელს უშლიდა“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

გზის მშენებლობა აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა უკვე აღარ იყო, რადგან უწყებამ მოიპოვა ყველა მტკიცებულება, რითაც გამოძიება ამოიწურა.

წიკლაურის თქმით, პროკურატურის მთავარი მიზანია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ზემდგომი პირების გამოვლენა, ვისი დავალებითაც მოქმედებდნენ ბრალდებულები.

„ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ გამოვკვეთოთ უკვე ივერი მელაშვილის ზემდგომი თანამდებობის პირები, ვინც ჩართული იყო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ გაცნობიერებულად, განზრახ ჩაიდინეს დანაშაული“, - აცხადებს ჯარჯი წიკლაური.

21 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო და აუდიო-ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მონაწილეობდნენ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ივერი მელაშვილი: გირაოს არ ვეთანხმებოდი, აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0