ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

© photo: Sputnikსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავებიან.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
„კარტოგრაფების საქმე": პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 ათას ლარს შეადგენს. მოსამართლემ ასევე სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. 

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა პროკურატურამ დღეს დააყენა. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 30 ათას ლარს შეადგენდა. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე და გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც დაკავებამდე იკავებდნენ.

ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. 

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
კარტოგრაფების საქმე:  ვის მოიაზრებს პროკურატურა „ზემდგომ პირებში“

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0