„კარტოგრაფების საქმე": პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა შესაძლოა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. პროკურატურა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს, განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
კარტოგრაფების საქმე – რა ახალი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის 1:200000-იანი მასშტაბის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100000 და 1:50000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზს, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს ისტორიულ საზღვრებთან.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროვა. გამოძიების ფარგლებში ფარული საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობდა ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, მათ შორის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახშიც.

„რადგან მათ მიმართ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი, იმიტომ რომ ამ ეტაპისათვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებებს ასრულებდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღნიშნა სადრაძემ.

კარტოგრაფების საქმე: ვის მოიაზრებს პროკურატურა „ზემდგომ პირებში“>>

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, პროკურორის თქმით, დავალებების გამცემი პირების გარშემო აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები, იკითხებიან სხვადასხვა თანამდებობის პირები.

ყველა ახალი ამბავი
0