აზერბაიჯანში დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

© photo: Azerbaijan Highway State Agencyგზის მშენებლობა აზერბაიჯანში
გზის მშენებლობა აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის ხელისუფლების თვალსაზრისით, ახალი გზა ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით საავტომობილო გზის გაყვანა დაიწყო, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ნაკრძალისკენ მიმავალი გზა, რომელიც „აღსთაფა-ფოილუ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“ ტრასის 38-ე კილომეტრიდან იწყება, 32 კილომეტრის სიგრძისაა.

ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოუსადეგარი საფარის მოხსნა, 15 მეტრის სიგანის ხრეშის ფუნდამენტი კეთდება. პროექტის მიხედვით, თავად გზის საფარის სიგანე 9 მეტრს შეადგენს.

მიწის სამუშაოებთან ერთად შესაბამის სამსახურებს გზის გასწვრივ საგზაო საფარის ქვეშ წყალამრიდები გაჰყავთ.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ზალკალიანმა განმარტა, როდის გადაწყდება დავით-გარეჯის მონასტრის საკითხი

სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გზაზე დამონტაჟდება ავტობუსის გაჩერებები, საგზაო ნიშნები და საინფორმაციო მანიშნებლები.

ნაკრძალისკენ მიმავალი გზა მის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის და რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე. 

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

ყველა ახალი ამბავი
0