ზალკალიანმა განმარტა, როდის გადაწყდება დავით-გარეჯის მონასტრის საკითხი

© photo: press-service of the Ministry of Foreign Affairs of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდება

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი საერთო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მუშაობას გააგრძელებენ, როგორც კი პანდემიის პირობებში ამის შესაძლებლობა გაჩნდება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

კარტოგრაფების სკანდალური საქმე: პროკურატურაში საგარეო უწყების ჩინოვნიკი დაიბარეს >>

დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო
საქართველო დავით-გარეჯის ტერიტორიაზე სასაზღვრო პუნქტის მშენებლობას მალე დაასრულებს

საქართველოსა და აზერბაიჯანს რამდენიმე სადავო მონაკვეთი აქვთ, რომლებიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთზე მდებარეობს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აცხადებს აზერბაიჯანის მხარე – ტერიტორიაზე მომლოცველებს გადაადგილება ეკრძალებათ.  

სამშაბათს საქართველოს მთავარმა დიპლომატმა 2020 წელს უწყების საქმიანობაზე ანგარიში ჩააბარა. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დავით-გარეჯის საკითხი დეტალურად განიხილებოდა სექტემბერში, აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიხუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრაზე. ზალკალიანის თქმით, მაშინ მან მიაწოდა თავის კოლეგას სრული ინფორმაცია ახალი გარემოებების შესახებ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ და როგორც კი პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას, აბსოლუტურად განახლებული შემადგენლობით ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, რადგან ორივე მხარის ინტერესებშია. ჩვენ ხომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ჩვენი ინტერესია, ისევე როგორც აზერბაიჯანის, რომ ეს საკითხი შეთანხმდეს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
კარტოგრაფების საქმე: სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

ადრე საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0