კარტოგრაფების სკანდალური საქმე: პროკურატურაში საგარეო უწყების ჩინოვნიკი დაიბარეს

© photo: Sputnik / Stringerგენერალური პროკურატურის შენობა
გენერალური პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის უკანონოდ გადაცემის საქმეზე პროკურატურამ უკვე გამოკითხა რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკი.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით–გარეჯის საქმეზე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

მიქელაძე ასევე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. 2004–2005 წლებში ის სახელმწიფო საზღვრის დემილიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა, ხოლო ამჟამად აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
კარტოგრაფების საქმე: სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის უკანონოდ გადაცემის საქმეზე პროკურატურამ უკვე გამოკითხა რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკი, მათ შორის ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურამ დავით–გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხა>>

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0