პროკურატურამ დავით–გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხა

© photo: Sputnik / Alexey Nikolskyზურაბ ნოღაიელი
ზურაბ ნოღაიელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის გარდა, გამოძიებამ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხა. მათ შორისაა გიორგი მანჯგალაძე, რომელიც 2006-2007 წლებში დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურაში საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ყველა გაუგებრობას გამორიცხავს

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გასაჯაროებული დოკუმენტით ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში დავით–გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება.

ზურაბ ნოღაიდელი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს საქართველოს მთავრობის მეთაურის სახელით აწერს.

კონკრეტულად თუ რა კითხვებზე გასცა პასუხი საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ამ თემაზე ზურაბ ნოღაიდელს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის გარდა, გამოძიებამ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხა. მათ შორისაა გიორგი მანჯგალაძე, რომელიც 2006-2007 წლებში დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს–ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.  

მამა გაბრიელი - Sputnik საქართველო
ვინ არის სასულიერო პირი, რომელსაც მამა გაბრიელმა დავით გარეჯის დაცვა დაავალა

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

სექტემბრის ბოლოს თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალა დავით-გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, ამიტომ 2006-2007 წლების ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

ამასთან, ქართველ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რომელი კარტოგრაფიული მასალები იქნა აღმოჩენილი. ჯეიჰუნ ბაირამოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა განხილვა და მოგვარება არ შეიძლება". 

ყველა ახალი ამბავი
0