გადაწყვეტილება გამოტანილია: სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ 17 მილიონ დოლარს გადაუხდიან

© Pixabayსასამართლო დარბაზი
სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კომპანიის გაკოტრების პროცესში სპეციალური ფონდი შეიქმნება, სადაც საკომპენსაციო თანხა მოიყრის თავს.

თბილისი. 26 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სასამართლომ მოიწონა საპროდიუსერო კომპანია Weinstein Co-ს ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც 17,1 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის, წერს გამოცემა Variety.

ფემინისტების აქცია - Sputnik საქართველო
„ქალთა მოძრაობა“ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 50-ზე მეტ დაზარალებულზე გადანაწილდება.

მოსამართლე მერი უოლრატის თქმით, სასამართლო რეგულირების გარეშე ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლები უკეთეს შემთხვევაში მინიმალურ კომპენსაციას მიიღებენ, უარესში — საერთოდ არაფერს. გამომდინარე აქედან, მოსამართლე უოლრატმა, კომპანიის გაკოტრების პროცედურის ფარგლებში, სპეციალური ფონდის შექმნის დადგენილება გამოიტანა, სადაც საკომპენსაციო თანხა მოიყრის თავს.

როგორც ირკვევა, ვაინშტაინის ქმედებებით ყველაზე მეტად დაზარალებულთაგან თითოეულს 500 ათასი დოლარი გადაეცემა.

სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: საქართველოში უნიკალური კვლევა ჩატარდა>>

ჰოლივუდელ პროდიუსერთან ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალი 2017 წელს აგორდა. პროდიუსერი ასზე მეტი ქალის მიმართ ძალადობაში დაადანაშაულეს, რომელთა შორის იყვნენ ანჯელინა ჯოლი, უმა თურმანი, გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი.

ბრალდების ფონზე ჰარვი ვაინშტაინი საკუთარი კომპანიიდან გაათავისუფლეს. გასული წლის თებერვალში ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ პროდიუსერი დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივ ქმედებებში მირიამ ჰეილის მიმართ, რომელიც ვაინშტაინის თანაშემწედ მუშაობდა ერთ-ერთ პროექტში, სამ სხვა პუნქტში კი, რომლებიც ბევრად სერიოზული დანაშაულის — გაუპატიურების შემცველი იყო, გაამართლა.

იმავე წლის მარტში 67 წლის ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ნიუ-იორკის შტატის ციხეში გადაიყვანეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0