ევროკავშირი „სპუტნიკ V-ს“ შესახებ სამეცნიერო დასკვნას მოამზადებს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevsky / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ვაქცინა
კორონავირუსის ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეცნიერო კონსულტაციების შედეგების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა თავად რეგულატორის მიერ სამეცნიერო დასკვნის მომზადების ფაქტი სააგენტოს საიტზე აიტვირთება

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო (ЕМА) ახალ კონსულტაციებს აწარმოებს კორონავირუსის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ მწარმოებელთან, იუწყება РИА Новости ევროპულ სააგენტოზე დაყრდნობით.

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“ - Sputnik საქართველო
„ეპივაკკორონა“ 100%-ით ეფექტურია: „როსპოტრებნადზორმა“ დეტალები გაასაჯაროვა

აღინიშნება, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხი ვაქცინის ევროკავშირის ბაზარზე დაშვების თაობაზე.

„გუშინ ვაქცინის შემქმნელთან შეხვედრა შედგა, რათა განგვეხილა გეგმა, შესაძლო ვარიანტები ევროკავშირში დასაშვებად და EMA–სთან შემდგომი თანამშრომლობა“, — განაცხადეს ევროპული სააგენტოს პრესსამსახურში.

როგორც EMA–ში ამბობენ, შეხვედრაზე წარდგენილი იქნა განაცხადი ევროპელი რეგულატორისგან ვაქცინაზე სამეცნიერო დასკვნის მიღების თაობაზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ბაზარზე გასვლის ნებართვის  მიღების პროცედურის დაწყება.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო
ალჟირი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ 500 ათას დოზას ელოდება

სააგენტოში განმარტეს, რომ სამეცნიერო კონსულტაციების პროცესი ყველა კომპანიისთვისაა ხელმისაწვდომი მათი პროგრამების (წამლების, ვაქცინების) მომზადების გასამარტივებლად.

EMA–ს წარმომადგენლის თქმით, კომპანიების სამეცნიერო კონსულტაციების შედეგების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა თავად რეგულატორის მიერ სამეცნიერო დასკვნის მომზადების ფაქტი სააგენტოს საიტზე გამოქვეყნდება.

მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთში 2020 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით.

© video: Ruptly / twitter.com/samfazeli8 / twitter.com/sputnikvaccine / RDIF„სპუტნიკ V-მ“ აფრიკამდე მიაღწია. რატომ ენდობიან რუსულ ვაქცინას?
ევროკავშირი „სპუტნიკ V-ს“ შესახებ სამეცნიერო დასკვნას მოამზადებს - Sputnik საქართველო
„სპუტნიკ V-მ“ აფრიკამდე მიაღწია. რატომ ენდობიან რუსულ ვაქცინას?

სპეციალისტები ვაქცინის უმნიშვნელოვანეს უპირატესობად ასახელებენ მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას. რუსეთში „სპუტნიკ V–თ“ მასობრივი ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროისათვის პრეპარატი უკვე დარეგისტრირებულია არგენტინაში, ბელარუსში, პალესტინაში, სერბეთში, ბოლივიასა და ალჟირში.

 

ყველა ახალი ამბავი
0