„ეპივაკკორონა“ 100%-ით ეფექტურია: „როსპოტრებნადზორმა“ დეტალები გაასაჯაროვა

© photo: Sputnik / Mikhail Golenkov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინამ „ეპივაკკორონა“ კლინიკური ცდების დროს უმაღლესი დონის ეფექტურობა აჩვენა

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ „ეპივაკკორონას“ იმუნოლოგიურმა ეფექტურობამ კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზების შედეგების მიხედვით 100% შეადგინა.

ვაქცინა კუნთებში ორჯერ გაკეთდება 14–21 დღიანი ინტერვალით და თითოეული ინექციის რაოდენობა 0,5 მილილიტრი იქნება.

რუსული ვაქცინა Sputnik V  - Sputnik საქართველო
„დასავლეთის უმეცრება“: ევროპაში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაიცვეს

ასევე დასაშვებია ვაქცინის ერთი კომპონენტით აცრა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა COVID-19 ადრე გადაიტანა.

„მაგრამ „ეპივაკკორონას“ ერთი დოზის ინიექცია არ გამოიწვევს სიძლიერითა და ხანგრძლივობით ოპტიმალურ იმუნურ პასუხს“, - დააზუსტეს „როსპოტრებნადზორში“ და აღნიშნეს, რომ ეს საკითხი დამატებით კვლევას მოითხოვს.

„ეპივაკკორონა“, რომელიც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ პეპტიდური ანტიგენების საფუძველზე შექმნეს, ოქტომბერში დაარეგისტრირეს. ცდების მესამე ეტაპი გრძელდება: მათში მონაწილეობას 40 ათასი მოხალისე იღებს, მათ შორის 60 წელს ზემოდ ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. სამოქალაქო ბრუნვაში უკვე გამოშვებულია 45 ათასი დოზა, მასშტაბური წარმოება თებერვალში დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0