სუბმარინა „ულიანოვსკს“ საფუძველი „სევმაშში“ 2017 წელს ჩაეყარა. მას აქვს იგივე ძირითადი ზომები, როგორიც „ხაბაროვსკს“, თუმცა კონსტრუქციაში უფრო თანამედროვე სისტემები და მექნიზმებია გამოყენებული.
Military Watch Magazine-ს მონაცემებით, ეს ხომალდები სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა კრეისერების, „ბორეის“ კონსტრუქციული მემკვიდრეებია, ოღონდ შემცირებული ზომებით. „ულიანოვსკის“ პრინციპული განსხვავება „ხაბაროვსკისა“ და „ბელგოროდისგან“ ისაა, რომ უახლესი სუბმარინა ფლოტის შემადგენლობაში უნიკალური თერმობირთვული ტორპედო „პოსეიდონებით“ აღჭურვილი შევა. ხილულ პერსპექტივაში რუსეთი ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტებში „პოსეიდონების“ კიდევ ორ მზიდავის შეყვანას გეგმავს.
მრავალმიზნობრივი საოკეანო სისტემა „პოსეიდონი“ _ ეს რუსეთის ასიმეტრიული პასუხია ნატოს გაფართოებასა და აღმოსავლეთ ევროპაში პენტაგონის შემტევი პოტენციალის სახიფათო კონცენტრაციაზე, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო გლობალური სისტემის ფორმირებაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვითი პოტენციალის პრევენციული განადგურებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.
„პოსეიდონი“ რუსეთის ერთ-ერთი ყველზე გასაიდომლოებული პროექტია, თუმცა მანამდე უკვე გამოქვეყნებული დაახლოებითი მახასიათებლები საშუალებას იძლევა, საკმაოდ სრულად წარმოვიდგინოთ ბირთული შეკავების უნიკალური სისტემის შესაძლებლობები.
სერიული სუბმარინა „ულიანოვსკი“ - ეს „ხაბაროვსკის“ კონცეფციის გაგრძელება და განვითარებაა. არის დაახლოებით 113 მ სიგრძის, სრული წყალწყვა დაახლოებით 10 ათას ტონას შეადგენს, ჩაძირვის სიღრმე 500 მეტრამდე, წყალქვეშა სვლის სისწრაფე - 30 კვანძზე მეტი, ავტონომიურობა - 120 დღე-ღამე. შეუზღუდავ სიშორეს პრინციპულად ახალი ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი განაპირობებს. ეკიპაჟი 100 კაცისგან შედგება. სუბმარინა შესაძლოა აღიჭურვოს ფრთოსანი რაკეტებით „კალიბრი“, ჰიპერბგერითი „ცირკონებითა“ და თავდაცვის კომპლექსით „პაკეტი“.
ოკეანის მრავალმიზნობრივი სისტემის დანიშნულება მოწინააღმდეგის ავიამზიდების შემტევი ჯგუფების, მსხვილი სამხედრო ბაზებისა და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების განადგურება და ასევე აგრესორი ქვეყნის ვრცელი ტერიტორიისთვის ზიანის მიყენებაა.
„მატრიოშკა“ პუტინისგან
„განკითხვის დღის“ ბირთვული ტორპედოების წყალქვეშა მზიდებს აქვთ უნარი, ოთხი თვის განმავლობაში შეასრულონ საბრძოლო ამოცანები მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში, უზარმაზარ სირღმეზე - ზედაპირზე ამოცურვის გარეშე.
თავის მხრივ უპილოტო აპარატი „პოსეიდონი“ კიდევ უფრო ნაკლებად მოწყვლადია და მეტად ავტონომიური, სრულიად უძლეველი საბრძოლო გამოყენების ვითარებაში. მრავალმიზნობრივი საოკეანო სისტემა მთლიანობაში რაღაცით ჩამოჰგავს რუსულ „მატრიოშკას“, რომელიც სჯობს, არაფრით შევაშფოთოთ. წონადი მიზეზის გარეშე სისტემა „პოსეიდონი“ არასდროს არ ამოქმედდება.
ბირთვული ძრავის მქონე უპილოტო აპარატი „პოსეიდონი“ სიგრძეში დაახლოებით 20 მეტრია, დიამეტრი - 1,8 მ, წონა - 100 ტონა. მოქმედების სიშორე - თითქმის შეუზღუდავი, ჩაძირვის სამუშაოს სიღღმე - 1000 მ, სიჩქარე - 100 კვანძი (185კმ/სთ). ეს პარამეტრბი პრაქტიკულად მიუღწეველია ყველა თანამედროვე ტორპედოსთვის. გარდა ამისა, წყალქვეშა აპარატს აქვს კომპიუტერული ინტელექტი და შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს მზიდავიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით. სიღრმესა და სიჩქარეს უპილოტო აპარატი ვითარების შესაბამისად არჩევს. ამასთან მაქსიმალური სიჩქარის წყალობით, შეუძლია ნებისმიერ საფრთხეს დააღწიოს თავი. ასეთი სამიზნის აღმოჩენა ჰიდროაკუსტიკის საშუალებებით პრაქტიკულად შეუძლებელია.
„პოსეიდონს“ ზღვის რელიეფზე მოძრაობა და ორიენტირება დაახლოებით ათი ათას კმ მანძილზე შეუძლია, დანიშნულების წერტილზე მისული კი გრუნტზე წვება და თვეების განმავლობაში შეუძლია დაელოდოს შეტევის ან ბაზაზე დაბრუნების სიგნალს.
ატომური სუბმარინებისა და სტრატეგიული ტორპედოების უნიკალური შესაძლებლობები გამანადგურებელი ბირთვული დარტყმის მიყენების საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სავარაუდო მოწინააღმდეგე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის „გაურღვეველ გუმბათს“ შექმნის ზღვასა თუ ხმელეთზე.
რუსული რევოლუცია სამხედრო-საზღვაო ფლოტის სტრატეგიაში
ვაშინგტონი საკმაოდ დიდ ფსონს დებს სამხედრო-საზღვაო ძალებზე, ისწრაფვის რა პლანეტის კონტროლისკენ უცხოეთში ბაზების უზარმაზარ ქსელზე დაყრდნობით.
ამერიკული მხარე სერიოზულადაა შეშფოთებული რუსული „პოსეიდონების“ გამოჩენით, ვინაიდან ისინი აშშ-ს მანამდე ორი ოკენით გარანტირებულ უსაფრთხოებას ურღვევს. ამის ალტერნატივა შესაძლოა მხოლოდ ვაშინგტონის უზარმაზარი ფინანსური ხარჯები იყოს პრინციპულად ახალი სისტემების შექმნისთვის, რათა „განკითხვის დღის ტორპედოებს“ წინააღმდეგობა გაუწიოს.
პერსპექტივაში ბირთვული ტორპედოების მზიდები ასევე შეიძლება გახდეს დიდი წყალზედა ხომალდებიც - საბრძოლო, ჰიდროგრაფიული თუ სავაჭრო ხომალდებად შენიღბული. სისტემა „პოსეიდონი“ არ ხვდება შეიარაღების შეზღუდვის არცერთ შეთანხმებაში, აქვს დიდი საექსპორტო პოტენციალი და შეიძლება გაიყიდოს საერთაშორისო ბაზარზე. სავარაუდოდ, ჩინეთი და ინდოეთი მას ბევრი ფიქრის გარეშე შეიძენდნენ. ჩინელმა სპეციალისტებმა უკვე განაცხადეს, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ისეალურად ესადაგება ღრმაწყლოვან კვლევებს. და მართლაც, „პოსეიდონის“ კორპუსის სიმტკიცე მას 14 კილომეტრამდე სირღმეზე ჩაძირვის საშუალებას აძლევს.
ასეა თუ ისე, რუსულ სტრატეგიულ კონტინენტთშორის ღრმაწყლოვან აპარატს - ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით, დიდი მომავალი ელოდება. მოსკოვი კი მზადაა, ნებისმიერ უხერხულ პარტნიორთან აწარმოოს თანაბარუფლებიანი და მშვიდობიანი მოლაპარაკებები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!