კობახიძე: საზოგადოებას სურს, რომ პოლიტიკა ჯანსაღ სივრცეში მოექცეს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების" ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის მუშაობაში მეტი ოპოზიციური პარტია ჩაერთვება

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. პოლიტიკური პროცესებისთვის ყველაზე ჯანსაღი სივრცე, ბუნებრივია, პარლამენტია, ეს საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაა, განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ, რომელიც დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს>>

კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დღეს აირჩიეს. ასევე დაამტკიცეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა. პარტიის განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.

საპროტესტო აქცია ExpoGeoriga-სთან - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია

კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის განმსაზღვრელია ქართული ელექტორატის გადაწყვეტილება – „ქართულ ოცნებას“ მილიონამდე ადამიანმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების დაკვეთა, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და შეუერთდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას.

„გუშინ გავრცელდა ევროპის საბჭოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, შემოუერთდნენ საქართველოს პარლამენტს და საკმაოდ მკაცრი ფორმით არის ეს მოწოდება გაჟღერებული“, – განაცხადა კობახიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს მეტი ოპოზიციური პარტია შეუერთდება.

კალაძე: სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ>>

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ამისთვის მზადყოფნა მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა.

„ბუნებრივია, კონსულტაციებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის ელჩებთან კონსულტაციებზე. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgias-სთან - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ყრილობის წინ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამის გამო ოპოზიციონერების უმრავლესობამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

პარტიის ყრილობაზე ასევე დაამტკიცეს თავმჯდომარის მოადგილე. ეს პოსტი ვასილ მაღლაფერიძემ დაიკავა, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშია. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

თბილისში ხმაურიანი აქცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ყრილობის წინააღმდეგ - ვიდეო>>

პარტიის ყრილობა საგამოფენო ცენტრ ExpoGeoriga-ში ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიციის შეხლა-შემოხლის შედეგად ათამდე ადამიანია დაკავებული.

ყველა ახალი ამბავი
0