05:45 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
21410

პარტიის განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ირაკლი კობახიძე შეძლებს საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავება უზარმაზარ პასუხიემგებლობას აკისრებს მას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებული და გაფართოებული შემადგენლობა დაამტკიცეს. პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა.

„გვერდში დავუდგებით მას და მაქსიმალურად დავეხმარებით იმ მძიმე ტვირთის ტარებაში, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა აკისრებს. თავის მხრივ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობამ „ქართული ოცნებისთვის“ მესამე ვადით ნდობის გამოცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ გზის მართებულობა, რამაც ქვეყანა მშვიდობიანად მოიყვანა დღევანდელ დღემდე.

„მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდის თითოეულ წევრს არნახულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს გვაკისრებს. წინ უამრავი გამოწვევაა, თუმცა, დღეს ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ დ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყანამ, პირველ რიგში უნდა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების რელსებს.

„ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი – ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალაქისთვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

პარტიის განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.

პარტიის ყრილობა საგამოფენო ცენტრ ExpoGeoriga-ში ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. აქტივისტების და პოლიციის შეხლა-შემოხლის შედეგად ათამდე ადამიანი დააკავეს.

მთავარი თემები