„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცებულია

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია ExpoGeoriga-სთან
საპროტესტო აქცია ExpoGeoriga-სთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა „ქართული ოცნების“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.

პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა.

პოლიტსაბჭოს ახალი წევრები პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე დაასახელა და მათ წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

პარტიის ყრილობაზე დღესვე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

პარტიის ყრილობა საგამოფენო ცენტრ ExpoGeoriga-ში ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. აქტივისტების და პოლიციის შეხლა-შემოხლის შედეგად ათამდე ადამიანია დაკავებული.

პარტიის განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0