„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძეს, რომელიც მანამდე პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა, მხარი ყრილობის 400-ვე დელეგატმა დაუჭირა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

ყრილობას პარტიის 400-მდე დელეგატი ესწრება, საიდანაც 40 - ახალი წევრია. ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი. მან თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირობას გაძლევთ, მთლიანად დავიხარჯები, რათა თქვენი ნდობა გავამართლო“, – განაცხადა კობახიძემ.

 

პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს.

ვინ არის ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერს დაიბადა. 2011 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. 2016-2019 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარე და ეს თანამდებობა დატოვა სკანდალის შემდეგ, რომელიც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომას მოყვა. 2020 წელს იყო მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის

კობახიძე განათლებით იურისტია. „ქართულ ოცნებაში“ მისვლამდე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტის მენეჯერად მუშაობდა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექპერტთა კომიტეტის წევრი, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობაში სტრატეგიული დაგეგმარების ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი.

 

ყველა ახალი ამბავი
0